თერჯოლის თვითმმართველობა 2019 წელს 15 საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 530 ათას ლარს დახარჯავს
03-06-2019, 19:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ გოდერძი თურქაძესა და საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე სოფიო ბუსკივაძესთან ერთად, თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელსა და თერჯოლის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა.

 

 

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს სკოლების ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, არსებული პრობლემები. პრიორიტეტულ პრობლემებად სველი წერტილები, სახურავი და კარ-ფანჯრები დასახელდა.

 


„როგორც მოგეხსენებათ, სკოლების ინფრასტრუქტურაზე ზრუნვა ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილებაში გადავიდა. სკოლებში უსაფრთხო, ჯანსაღი და მიმზიდველი გარემო სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამ მიზნის მისაღწევად, მიმდინარე წელს 15 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის 530 ათასი ლარი დაიხარჯება. ეს საკმარისი არ არის, რადგან ბევრ სკოლაში სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემა არსებობს, მაგრამ მომავალი წლიდან, სკოლებისა და ბაღების სარეაბილიტაციოდ გამოყოფილი თანხა გაცილებით მეტი იქნება, რაც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაში არსებული პრობლემების გადაჭრას“, აღნიშნა მანუჩარ ფანჩულიძემ.

 

 

ინფორმაციას თერჯოლის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი