დონალდ ტრამპმა ტერეზა მეის უთხრა, რომ დიდ ბრიტანეთს ევროკავშირის დატოვების შემდეგ შეერთებულ შტატებთან „ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო შეთანხმება“ ექნება
04-06-2019, 16:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სჯერა, ბრიტანეთს „ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო შეთანხმება“ ექნება შეერთებულ შტატებთან მას შემდეგ, რაც იგი ევროკავშირს დატოვებს.

 


ტრამპი დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტის მეორე დღეს პრემიერ მინისტრ ტერეზა მეის დაუნინგ სთრითზე ხვდება და სხვა საკითხებთან ერთად კლიმატის ცვლილებას და ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანია „ჰუავეისთან“ ბიზნესის კეთების შესაძლებლობას განიხილავს.

 


პარლამენტის მოედნის სიახლოვეს პროტესტანტები არიან შეკრებილი და მოელიან, რომ მათ მალე „ლეიბორისტების“ ლიდერი ჯერემი კორბინი მიმართავს.

 


დღესვე, უფრო ადრე, წმინდა ჯეიმსის სასახლეში საუზმეზე შეხვედრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ მას აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი გაფართოების შესაძლებლობის სჯერა.

 


„მე ვფიქრობ, ჩვენ ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო შეთანხმება გვექნება“, უთხრა მან მეის.

 


„ეს არის ის, რაც თქვენ გსურთ რომ გააკეთოთ და ასევ ის, რაც ჩემს ხალხსაც უნდა“, დაამატა ტრამპმა. „დარჩით და დაელოდეთ. მოდით, გავაკეთოთ ეს გარიგება!“

 


ხუთმა ამერიკულმა და ხუთმა ბრიტანულმა ფირმამ, მთავარმა მინისტრებმა და ოფიციალურმა პირებმა სავაჭრო კავშირების გაძლიერების მიზნით შეხვედრა გამართეს.

 

 

მეიმ განაცხადა, რომ არსებობს „უზარმაზარი შესაძლებლობები“ იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა მომავალში ერთად იმუშაონ.

 


„ჩვენს შორის დიდი პარტნიორობა არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ეს პარტნიორობა კიდევ უფრო წინ წავწიოთ“, უთხრა მეიმ პრეზიდენტ ტრამპს და დაამატა: „რა თქმა უნდა, ეს არის ორმხრივი სავაჭრო შეთანხმება“.

 

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტი მოგვიანებით დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერობის ერთ-ერთ რეალურ კანდიდატს, მაიკლ გოვს შეხვდება და მოლაპარაკებებს გამართავს, იტყობინება BBC გარემოს დაცვის მდივანთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით.

 


„გოვს გასულ ღამეს ტრამპის გუნდმა სთხოვა, რომ თუ შესაძლებლობა ექნებოდა, დღეს პრეზიდენტს შეხვედროდა. მან თანხმობა განაცხადა“, უთხრა „the Press Association“-ს გოვთან დაახლოებულმა პირმა.

 


მოელიან, რომ ტრამპის ვიზიტის გასაპროტესტებლად, სამშაბათს დიდი ბრიტანეთის დიდი ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი