დონალდ ტრამპმა ტერეზა მეის უთხრა, რომ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის ყველაზე დიდი ალიანსი არსებობს, რომელიც კი მსოფლიოში ოდესმე ყოფილა
04-06-2019, 17:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ტერეზა მეისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს „ბრწყინვალე და იშვიათად გამორჩეული ურთიერთობა“ აქვთ  და „ეს არის ყველაზე დიდი ალიანსი, რომელიც კი მსოფლიოში ოდესმე ყოფილა ცნობილი“. 

 

 

პრესკონფერენციაზე ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა „სათუთად უნდა მოუარონ“ თავიანთ ურთიერთობებს და ამაზე უნდა აიგოს სამომავლო თანამშრომლობა.  

 

 

ტრამპი დიდ ბრიტანეთთან „ფენომენალური“ სავაჭრო შეთანხმების დადების პირობას დებს მას შემდეგ, რაც ქვეყანა ევროკავშირს დატოვებს.  მან თქვა, რომ არსებობს ისეთი შეთანხმების დადების პოტენციალი, რომ ორ სახელმწიფოს შორის ვაჭრობა არათუ გაორმაგდეს, არამედ გასამმაგდეს კიდეც. 

 

 

შეკითხვაზე, დატოვოს უნდა თუ არა დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი, ტრამპმა უპასუხა, რომ იგი ამ პროცესს ახლოდან არ ადევნებს თვალყურს, მაგრამ ფიქრობს, რომ დიდმა ბრიტანეთმა უნდა დატოვოს ბლოკი. მან აღნიშნა, რომ ტერეზა მეიმ ამ კუთხით ბრიტანეთი ძალიან კარგ ადგილამდე მიიყვანა.

 


„დიდი ბრიტანეთი ძალზე სპეციფიკური ადგილია და ის იმსახურებს სპეციფიკურ ადგილს“, აღნიშნა ტრამპმა.

 

 

შეკითხვაზე - რას ეტყოდა ჯერემი კორბინს (დიდი ბრიტანეთის „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს), დადებდა თუ არა სავაჭრო შეთანხმებას მასთან? - ტრამპმა უპასუხა, რომ იგი არ იცნობს ჯერემი კორბინს. „კორბინს უნდოდა დღეს ან ხვალ ჩემთან შეხვედრა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ არ შევხვდე“, განაცხადა ტრამპმა და კორბინს და ლონდონის მერს, სადიყ ხანს „ნეგატიური ძალები“ უწოდა.

 


„კორბინი ჩემს მიმართ კრიტიკულია და მე არ მომწონს ადამიანები, რომლებიც კრიტიკულნი არიან“, დაამატა ტრამპმა.

 

 

პრეზიდენტმა ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერობისთვის მოახლოებულ ბრძოლაზეც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ „ტორების“ კანდიდატები - ჯერემი ჰანტი და ბორის ჯონსონი - ორივე კარგად გაართმევს თავს პრემიერ მინისტრის პოსტზე სამსახურს.

 

 

აშშ-ის პრეზიდენტი დიდ ბრტანეთში მისი ვიზიტისას გამოხატულ პროტესტსაც შეეხო და თქვა, რომ მის წინააღმდეგ „ძალიან მცირე“, პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფი გამოვიდა, ხოლო მოსახლეობის დიდი ნაწილი, ათასობით ადამიანი მიესალმა მის ვიზიტს და დროშების ქნევით და ოვაციებით დახვდა მას გუშინაც და დღესაც.

 


ტრამპმა პრესკონფერენციაზე დამსწრეთ უთხრა: „მე გავიგე, რომ აქ პროტესტს ჰქონდა ადგილი. მე ვთქვი, ‘სადაა პროტესტი, მე ვერ ვხედავ რაიმე პროტესტს’.

 

 

„მე ნამდვილად დავინახე მცირე პროტესტი, როდესაც აქ მოვდიოდი, ძალიან პატარა. ამგვარად, ეს ყალბი ახალი ამბების ნაწილია“.

 

 

(ფოტოზე: ტრაფალგარის მოედანზე ტრამპის წინააღმდეგ შეკრებილი პროტესტანტები)

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი