ნათია თურნავა: „გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში აბონენტების რაოდენობა 3 წლის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით 1 300 000 ოჯახს მიაღწევს“
07-06-2019, 14:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პირველი და მნიშვნელოვანი, რასაც ძალიან ელოდება ჩვენი მოსახლეობა და განხორციელება დაწყებულია, გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმაა, ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

 

მისი თქმით, გეგმა მოიცავს 2019-2021 წლებს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება 209 მილიონი ლარი.

 

 

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან ძალიან ბევრი თანხა დაიხარჯა, რათა გაზიფიცირების ინფრასტრუქტურა ყოფილიყო მაქსიმალურად დივერსიფიცირებული.

 

 

,,საბოლოო ჯამში, მთლიანად საქართველოს აბონენტებს 85%-მდე მოვიცავთ“, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, თუმცა, ნათია თურნავას თქმით, 85%-ანი მაჩვენებელი საკმარისი არ არის და მთავრობის გამოწვევად სწორედ დარჩენილი 15 % რჩება.

 

 

მინისტრის ინფორმაციით, ამ მიმართულებით იგეგმება პარალელური პროგრამა, განსაკუთრებით მაღალმთიანი რეგიონებისთვის.

 

 

„ჩვენ შევარჩევთ სხვადასხვა ფორმებს და ტექნოლოგიებს, თუ როგორ მივაწოდოთ სითბო თითოეულ ოჯახს“, აღნიშნა მან.

 

 

მთლიანად, გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში, აბონენტების რაოდენობა 3 წლის განმავლობაში მიაღწევს 1 300 000 ოჯახს მთელი საქართველოს მასშტაბით - ეს 226-ზე მეტი დასახლებული პუნქტია.

 

 

„აქედან 60-მდე მეტი დასახლებული პუნქტი უკვე წელს თავის ქუჩებში დაინახავს ტექნიკას - სამუშაოები ზოგერთ სოფელში უკვე დაწყებულია, ზოგიერთში კი ეტაპობრივად დაიწყება. მათ შორის არის ისეთი პუნქტები, სადაც ისტორიულად გაზი არასოდეს ყოფილა, ასე მაგალითად, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში, ტყიბულის რაიონის სოფელი ორპირი, სადაც წელს უკვე იწყება და გაისად დასრულდება მშენებლობა, ქობულეთის რაიონის სოფელი გორგაძეები და ა.შ. მე საკუთარი თვალით ვნახე, თუ რამდენ პერსპექტივებს აჩენს ეს ამ რეგიონებისთვის“, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი