ნათია თურნავა: „სახელმწიფო და ეკონომიკის სამინისტრო არასოდეს მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას, რომელიც ანაკლიის პორტისთვის დამაზიანებელი იქნება“
07-06-2019, 15:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის და რასაკვირველია, ეკონომიკის სამინისტროსთვის. და ამას ჩვენ საქმით ვადასტურებთ, ეს არ არის მხოლოდ დეკლარირება. ამას ვადასტურებთ საქმით იმ დონეზე, რა დონეზეც არცერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს არ ჰქონია სახელმწიფოს მხარდაჭერა“, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

 

 

ნათია თურნავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არ არის მხოლოდ კომერციული პროექტი.

 

 

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი სტრატეგიული მდებარეობის გამოყენებისთვის. ჩვენ დღეს ვკარგავთ გარკვეული კატეგორიის ტვირთებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში გაივლიდა ჩვენს ლოგისტიკურ სისტემას. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ანაკლია ამოქმედდეს და ამ ღრმაწყლოვანმა პორტმა შეძლოს ოპერირება და ტვირთების მიღება“, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

 

 

ამასთან, მინისტრმა პარლამენტარებს შეახსენა ის მხარდაჭერა, რომელსაც ანაკლიის პორტის ინვესტორი კომპანია იღებდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.

 

 

„ეს არის 100 მლნ დოლარის სუბორდინირებული სესხი, რომელსაც მიიღებს კომპანია, როგორც კი თავის წილ ვალდებულებებს შეასრულებს; ეს არის 300 მლნ ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელებაც დაწყებულია უკვე და ეს არ არის დაპირება, ეს არის კონკრეტული ვალდებულება; ეს არის მოქნილი ვადები - პირველი ვადა ანაკლიის კონსორციუმთან შეთანხმებული სამუშაოების დაწყების და ე.წ. ფინანსური დახურვის მიღწევის, იყო 2017 წლის ზაფხული. ამის შემდეგ სახელმწიფომ რამდენჯერმე გაითვალისწინა ინვესტორის თხოვნა და მოხდა მისი გადავადება, შესაბამისად, ჩვენ მათთან კვლავ განვიხილავთ ფინანსური შეკვრის და დაფინანსების მოზიდვის საკითხებს. ამ პროცესში სახელმწიფომ უკვე აპატია ინვესტორის 11 მლნ დოლარზე მეტი პირგასამტეხლო“, განაცხადა მინისტრმა.

 

 

ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა მხოლოდ ანაკლიის პრიორიტეტის კონტექსტში განიხილავს ნებისმიერ სხვა ინიციატივას ალტერნატიული საპორტო განვითარების შესახებ.

 

 

„შესაბამისად არანაირი წინაღობა ანაკლიის პროექტის განხორციელებას არ ექნება. სახელმწიფო და ეკონომიკის სამინისტრო არასოდეს მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას, რომელიც ანაკლიისთვის დამაზიანებელი იქნება“, აღნიშნა მან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი