ლევან იზორიამ მინი-ფეხბურთის გუნდ „არმიას“ გამარჯვება მიულოცა
08-06-2019, 15:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის სამინისტროს გუნდი „არმია“ მინი-ფეხბურთის ტურნირის ოქროს ლიგა 2018-19 სეზონის გამარჯვებულია.

 

 

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ „არმიას“ ფეხბურთელებს შეჯიბრში გამარჯვება მიულოცა. ლევან იზორია ფეხბურთელებს პირადად გაესაუბრა და მიღწეული წარმატებისთვის მათ მადლობა გადაუხადა. მინისტრმა ფეხბურთელებს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში 15-16 ივნისს დაგეგმილ მინი-ფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატში EFBLU European Tour 3 2019-ში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებაც აცნობა.

 

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდი "არმია", რომელიც სამხედრო მოსამსახურეებით არის დაკომპლექტებული, მინი-ფეხბურთის ტურნირში ოქროს ლიგა 2018-19 სეზონის ფინალში გავიდა, სადაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გუნდი "RS" ანგარიშით 6:3 დაამარცხა და ტურნირის ჩემპიონობა მოიპოვა. „არმიის“ ფეხბურთელებმა შეჯიბრის საუკეთესო მეკარის და საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაშიც გაიმარჯვეს.

 

 

თავდაცვის სამინისტროს მინი-ფეხბურთის გუნდი „არმია“ 2016 წელს შეიქმნა და წელს უკვე მესამე სეზონია, რაც ოქროს ლიგაში ასპარეზობს.

 

 

ოქროს ლიგა 2018-19 სეზონი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა და მასში მონაწილეობა სახელმწიფო უწყებების და კერძო კომპანიების გუნდებმა მიიღეს. შეჯიბრი სპორტული სააგენტო SBM-ის ორგანიზებით ჩატარდა.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი