ხარაგაულში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ამ ეტაპზე დაახლოებით ერთ მილიონ ლარს შეადგენს
09-06-2019, 13:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხარაგაულში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ამ ეტაპზე დაახლოებით ერთ მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა შესაძლოა ეს რიცხვი გაიზარდოს, რადგან საბოლოოდ კომისიას ზარალის დათვლა არ დაუსრულებია.

 


ზარალის დათვლის პარალელურად მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. პირველ ეტაპზე სოფელ ლეღვანთან დამაკავშირებელი შემოვლითი გზა გაიწმინდა, სადაც სტიქიის შედეგად მეწყერი ჩამოწვა. ამ მონაკვეთის აღდგენის შემდეგ 2 სოფლის მოსახლეობა ცენტრალური გზის მოწესრიგებამდე ადმინისტრაციულ ცენტრს აღნიშნული მონაკვეთით დაუკავშირდება. გარდა ამისა შლამისგან გაწმენდილია სოფელ ლეღვნიდან მარელისი-კაპნარი-კელასოურის უბანში შემავალი ხიდი და სანიაღვრე არხები.

 

 

რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, აღდგენითი სამუშაოების ჩატარების შედეგად დენი ყველა ოჯახს მიეწოდება და ამ კუთხით პრობლემა აღარ არსებობს.

 


იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკო თოფურიძე სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ და ადგილზე ხვდებოდნენ დაზარალებულ მოსახლეობას. ხელისუფლების წარმომადგენლები მათ შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას დაპირდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი