ონის მუნიციპალიტეტის შურა მაისურაძის სახელობის საჭიდაო დარბაზში გაიმართა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, ოლიმპიური თამაშების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორის, გიორგი სხირტლაძის და ვეტერანთა შორის მსოფლიოს ორგზის, მსოფლიოს უნივერსიადის ჩემპიონის შურა მაისურაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ჭაბუკთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში.
აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, მერის მოადგილეები დიმიტრი საყვარელიძე და ეკა მაისურაძე.
ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ ონის საჭიდაო სკოლის მოსწავლეები.
ჩემპიონი 35 კგ.წონით კატეგორიაში გახდა ნიკოლოზ ბუხრაშვილი.
გამარჯვებული ახალგაზრდა სპორტსმენი ნიკოლოზ ბუხრაშვილი, ემზარ საბანაძემ დააჯილდოვა.
ონის მუნიციპალიტეტის მერია გამარჯვებას ულოცავს ახალგაზრდა სპორტსმენს და უსურვებს წარმატებებს სპორტულ კარიერაში.
ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.