ცაგერის მერიაში მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე, მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად „ინშაათ საქართველოს“, „კმპ“-ს და „ჯ და ჯ“-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
აღნიშნული ფირმები სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ასრულებენ ცაგერის მუნიციპალიტეტში.
სამუშაოთა მწარმოებლებთან განხილულ იქნა პროექტების მიმდინარეობის დეტალები. კომპანიებს მიეცათ გარკვეული მითითებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.
ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.