მუხროვანში რეინჯერების დღის 10 წლის იუბილე აღნიშნეს
10-06-2019, 10:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რეინჯერების დღე მუხროვანის სამხედრო ბაზაზე აღინიშნა. პირად შემადგენლობას 10 წლის იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიულოცა. ლევან იზორიამ სიტყვით მიმართვისას, ყურადღება რეინჯერების ელიტური ქვედანაყოფის მნიშვნელობასა და საპასუხისმგებლო მისიაზე გაამახვილა. მან სპეციალური ოპერაციების ძალებში განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებზეც ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ტრანსფორმაციის პროცესი საქართველოს თავდაცვის ძალებში არსებული საერთო ხედვის ფარგლებში განხორციელდა, რაც მობილურობას, მცირე ზომის ქვედანაყოფების ტაქტიკასა და რეგიონული პრინციპის მიხედვით შესაძლებლობების თანაბარ გადანაწილებას გულისხმობს.

 

 

რეინჯერების დღე იარაღისა და აღჭურვილობის გამოფენით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრი საჩვენებელ ტაქტიკური სწავლებას - რეიდის ოპერაცია ფუჭი ვაზნების გამოყენებით და რეინჯერების მიერ შესრულებულ ხრიდოლის საჩვენებელ ვარჯიშებს დაესწრო.

 

 

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ახლად გარემონტებული სპორტული დარბაზი მოინახულა, რომელიც ევროპული სტანდარტების არის და აღჭურვილია უახლესი სპორტული ინვენტარით, სავარჯიშო ტრენაჟორებითა და საშხაპეებით. სამხედრო მოსამსახურეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება თავდაცვის უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია.

 

 

ლევან იზორიას ინიციატივით, 2019 წელს თანამედროვე სპორტული დარბაზები უკვე გაიხსნა ქუთაისის III ქვეით ბრიგადაში, ხონის VI საარტილერიო ბრიგადაში, ასევე გორში I ქვეითი ბრიგადის და ვაზიანის IV მექანიზებული ბრიგადის ბაზებზე. სენაკში II ქვეით ბრიგადაში მინისტრმა სპორტული კომპლექსი პირადად გახსნა.

 

 

ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა. სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა თავდაცვის მინისტრს სპეციალური ოპერაციების ძალების საპატიო წევრის სიგელი გადასცა. სამსახურებრივი მოვალეობის მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებისთვის ლევან იზორიამ ორი რეინჯერი საშტატო იარაღით დააჯილდოვა, სხვა სამხედრო მოსამსახურეებს კი სასაჩუქრე მედალიონები და მეთაურის მადლობის სიგელები გადაეცათ. პირად შემადგენლობა სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულების სასწავლო ცენტრის კაპელანმა, მამა პეტრემ დალოცა.

 

 

2009 წლის 8 ივნისს სპეციალური ოპერაციების დაჯგუფებაში დაარსდა რეინჯერთა სკოლა, რომელში მომზადებული მებრძოლებით ხდებოდა რეინჯერთა ბატალიონის შევსება.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი