საქართველოს პრემიერ მინისტრი მონრეალში ამერიკის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტს შეხვდა
10-06-2019, 10:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი მონრეალში ამერიკის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტს შეხვდა.

 

 

ნიკოლას რემილარდმა მამუკა ბახტაძეს ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პრემიერ მინისტრის გამოსვლა საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებული ბიზნესმენებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება.

 

 

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას, მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე, ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტების რეიტინგში ქვეყნის მოწინავე პოზიციებზე და ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ნაბიჯებზე.

 

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი კანადაში, ქალაქ მონრეალში, ამერიკის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის კონფერენციაში მონაწილეობს. მამუკა ბახტაძე გახსნითი სესიის მონაწილეებს მიმართავს და ჩაერთვება დისკუსიაში თემაზე - ,,გლობალური ეკონომიკა გარდამავალ პერიოდში".

 

 

მონრეალის კონფერენცია, რომელიც 1995 წლიდან ყოველწლიურად იმართება, ეკონომიკური გლობალიზაციის ძირითად საკითხებზე მსჯელობისთვის თავს უყრის პოლიტიკურ ლიდერებს, სახელმწიფო, კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. ფორუმი ასევე ხელს უწყობს მაღალი თანამდებობის პირებსა და მსხვილი კორპორაციების ხელმძღვანელებს შორის პირდაპირი კონტაქტების დამყარებას.

 


მონრეალის კონფერენცია 10 ივნისს გაიხსნება და 13 ივნისს დასრულდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი