ევროკავშირი წყალტუბოში სოფლის განვითარების პროექტს იწყებს
08-06-2019, 22:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,წყალტუბოს განვითარების ჯგუფი’’-ის ოფიციალურად გახსნის ღონისძიება გაიმართა.

 

 

პროექტი ითვალისწინებს სოფლის განვითარების ქვემოდან ზემოთ მიმართული ინკლუზიური მოდელის დანერგვასა და მუნიციპალიტეტის ყველა თემის ჩართულობას, დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.

 

 

ღონისძიება ოფიციალურად გახსნეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა, ორგანიზაცია ,,ფიფლ ინ ნიდ’’-ის დირექტორმა საქართველოსა და სომხეთში დიონ ბატერსბიმ და პროგრამის მენეჯერმა სალომე ბაკაშვილმა.

 

 

,,ჩემთვის საამაყოა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობაში ვმონაწილეობთ, სოფლის მოსახლეობის დასაქმებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის. ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის გაგრძელებას მოუთმენლად ველით. საქართველოში ჩემს პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით მტკიცედ მჯერა, რომ სოფლის განვითარების ქვემოდან ზემოთ მიმართული პროცესი ადგილობრივ მოსახლეობას გააძლიერებს და საკუთარი თემის განვითარებაში ჩართულობის შესაძლებლობას მისცემს. მოუთმენლად ველი თუ როგორ შეცვლის უკეთესობისკენ წყალტუბოს ამ პროექტის ფარგლებში მხარდაჭერილი ინიციატივები", განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

 

 

,,ევროკავშირის ახალი მიდგომები ითვალისწინებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ადგილობრივ დონეზე არსებული საჭიროებების გადაჭრის გზით. ამ მიმართებით კი, პროექტი ,,წყალტუბოს განვითარების ჯგუფი’’ მართლაც იქნება ინოვაციური, პერსპექტიული და გრძელვადიან შედეგებზე გათვლილი. ეს არის ინდივიდუალური ბიზნეს და სოციალური, ინიციატივების განხორციელების რეალური პერსპექტივა, რომელიც ინოვაციას შეიტანს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში და გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონეს", აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა.

 

 

,,საქართველო ევროკავშირის ისტორია ბევრ ღირსეულ წელს ითვლის. ევროკავშირის თანადგომა, მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის დემოკარატიის, კანონის უზენაესობის გზაზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოხარული ვარ, რომ დღეს წყალტუბოში იმყოფება ევროკავშირის ელჩი ბატონი კარლ ჰარცელი. ვფიქრობ, რომ ის კონტრიბუცია, ის დახმარების პროგრამა, რომელიც აქვს შემუშავებული ევროკავშირს წყალტუბოსთან მიმართებაში, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით, ასევე სოფლის მეურნეობის დახმარების კუთხით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროექტს და დარწმუნებული ვართ, რომ მომავალში გაგრძელდება მსგავსი თანამშრომლობა ევროკავშირთან", აღნიშნა ცოტნე ზურაბიანმა.

 

 

ღონისძიებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ჩეხეთის საელჩოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი და მუნიციპალური მთავრობის, ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები, ასევე სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

 

 

ღონისძიების ოფიციალურ გახსნას წინ უძღოდა გამოფენა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა მეწარმეებმა, ბიზნესის, ხელოვნების, კულტურის და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა.

 

 

ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 1
#1   ეთერი წიქორაძე
      
გამარჯობა. მე ვცხოვრობ წყალტუბოს რაიონ სოფ ფარცხანაყანევში,მაინტერესებს რა იგიგმება ამ პროექტით და რა არტის ჩვენთვია ხელმისაწვდომი
10 ივნისი 2019 03:27
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი