წყალტუბოში „ევროპის დღე - 2019“ აღინიშნა
08-06-2019, 23:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

,,ევროპის დღე - 2019'' წყალტუბოში წელს პირველად აღინიშნა.

 

 

სასტუმრო ,,არგოს” მიმდებარე ტერიტორიაზე დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები გაიმართა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ევროკავშირის ისტორიას; გაეგოთ, თუ რა შესაძლებლობებს ქმნის ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

 

 

 


ევროპის დღის ოფიციალურად გახსნის ცერემონიალზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ, პარლამენტარმა დიმიტრი მხეიძემ.

 

 

 


„ვაძლიერებთ ერთმანეთს“ - ეს არის ამ ღონისძიების მთავარი გზავნილი და ყველაზე იმედიანი სიტყვები დღვანდელ რეალობაში. როცა გყავს 28 პარტნიორი, წევრი სახელმწიფო, რომელიც გვერდით გიდგას ჭირსა თუ ლხინში - ეს ნიშნავს ურთიერთთანამშრომლობისა და პარტნიორობის ცივილური გზების ძიებას და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ერთობლივ ზრუნვას მშვიდობას და ერთობაზე. იყო ევროპული ოჯახის წევრი ნიშნავს - ევროპამ მიგიღოს თავისად, როგორც შემდგარი, თანამედროვე, საკუთარი ისტორიისა და ტრადიციების მქონე სახელმწიფო. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპულ კულტურასა და თანამედროვე ევროპულ მცნებებს შევაგებოთ ჩვენი უძველესი ტრადიციები, რელიგია, კულტურა და მოვახდინოთ მათი ცივილიზებული სინთეზი. იყო ევროპის ნაწილი, ეს დიდი პატივია. იყო თანამედროვე ევროპული საქართველოს მოქალაქე - დიდი ვალი! ევროპის დღეებს გილოცავთ ძვირფასო მეგობრებო!" განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა.

 


ღონისძიებაზე ესეების კონკურსების გამარჯვებულებს საინფორმაციო ცენტრ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ საჩუქრები გადასცა.

 

 

 


ევროპის დღე 2019 გალა კონცერტით დასრულდა, რომელშიც სოფო ბათილაშვილი, ზვიად ბოლქვაძე და ბენდი ,,ნიუტონი'' მონაწილეობდნენ.

 

 

ინფორმაციასა და ფოტომასალას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი