კობა გვენეტაძე: მოკლე ვადაში, შესაძლოა იყოს ლარის რყევები, თუმცა, ჩვენი ძირითადი მიზანი არის კურსის სტაბილურობა გრძელვადიან პერიოდში და სავალუტო რეზერვების ზრდა
10-06-2019, 13:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ლარის კურსთან დაკავაშირებით განაცხადა, რომ მოკლე ვადაში, შესაძლოა იყოს რყევები, თუმცა, მისი თქმით, ეროვნული ბანკის მიზანია, კურსის სტაბილურობა გრძელვადიან პერიოდში და სავალუტო რეზერვების ზრდა ეროვნული ბანკისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.

 


„რაც შეეხება პოლიტიკას, რომელსაც ეკონომიკური გუნდი ატარებს, ჩვენი ძირითადი მიზანი არის კურსის სტაბილურობა გრძელვადიან პერიოდში, მოკლევადიან პერიოდში შესაძლებელია, იყოს რყევები. ამ შემთხვევაში ეროვნულმა ბანკმა უნდა ნახოს ბალანსი, რომლითაც გრძელვადიან პერიოდში ლარი იქნება სტაბილური და ამავე დროს, საკმარისი რეზერვი ჰქონდეს ქვეყანას, რათა პოტენციურ რისკებს გაუმკლავდეს. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს ეროვნული ბანკი“, განაცხადა კობა გვენეტაძემ და დაამატა, რომ ეროვნული ბანკის პოლიტიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასევე, მისი ხელმძღვანელის, კრისტინ ლაგარდის შეფასებებით, ცალსახად მოწონებულია.

 


გასულ კვირას ეროვნულმა ბანკმა 30 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა. კერძოდ, 6 ივნისს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 10 მილიონი აშშ დოლარი იყიდა, 7 ივნისს კი, 20 მილიონი აშშ დოლარი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი