თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს
10-06-2019, 18:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პროექტის „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოს თავდაცვის ძალებში: ორგანიზაციული შეფასება“ ფარგლებში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) რიგით მეოთხე და ბოლო სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას საერთაშორისო ექსპერტები და პროექტის თანახელმძღვანელები ესწრებიან. შეხვედრის მიზანია, ექსპერტების დახმარებით რეკომენდაციები შემუშავდეს და ის გადაწყვეტილებები დაიხვეწოს, რომელიც გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრასა და არსებული ორგანიზაციული გარემოს გაჯანსაღებას ხელს შეუწყობს. პროექტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სისტემაში ორგანიზაციული კლიმატის კვლევა განხორციელდა, რომელიც სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის განწყობების, აღქმების, დამოკიდებულების შესწავლას ითვალისწინებდა.

 

 

პროექტი „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოს თავდაცვის ძალებში: ორგანიზაციული კლიმატის შეფასება“ 2017 წელს დაიწყო და ნატოს „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოების პროგრამის“ დაფინანსებით ხორციელდებოდა. მას უსაფრთხოების სექტორის მართვის ჟენევის ცენტრის, ესპანეთის შეიარაღებული ძალების, გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების, პრემიერ მინისტრის აპარატის, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი