ონში, პირველი დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბების 100 წლისთავთან დაკავშირებით, გამოფენა და ფილმის ჩვენება გაიმართა
10-06-2019, 18:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პირველი, დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბების 100 წლისთავთან დაკავშირებით, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია საქართველოს რეგიონებში სპეციალური გამოფენას, მცირე ლექციას – ,,ადგილობრივი თვითმმართველობის გამოცდილება საუკუნის წინ” და ფილმის – ,,ინიციატივა არ ისჯება” ჩვენებას აგრძელებს.

 


მიმდინარე წლის 10 ივნისს, ქალაქ ონის კულტურის ცენრტში, ორგანიზატორებმა გამოფენა და ფილმი ონის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს წარუდგინეს. აქვე გაიმართა ისტორიკოსების – ირაკლი ხვადაგიანისა და დავით ლოსაბერიძის მცირე ლექციები და დოკუმენტური ფილმის – ,,ინიციატივა არ ისჯება” ჩვენება. დოკუმენტური ფილმი XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში, სათემო ინიციატივებისა და თვითორგანიზებული მოძრაობების განვითარებას შეეხო.

 


გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 1918-21 წლების თვითმმართველი ორგანოების შესახებ მასალები, რომლებიც ეროვნულ არქივში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივ არქივშია დაცული; მასალები თვითმმართველობის პირველი არჩევნების ისტორიის შესახებ – საარჩევნო სიები და ბიულეტენების ნიმუშები, მოსახლეობის რაოდენობის სტატისტიკის ამსახველი დოკუმენტები. გამოფენაზევე დარიგდა დავით ლოსაბერიძის მიერ მომზადებული ნაშრომი – „ადგილობრივი თვითმმართველობა 100 წლის წინ“ და ირაკლი ხვადაგიანის (საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია) ნაშრომი “ერობა”.

 


საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ წარმოდგენილ მასალებზე ისტორიკოსებმა დავით ლოსაბერიძემ, ირაკლი ხვადაგიანმა და ირაკლი ირემაძემ იმუშავეს.

 


ექსპოზიცია გაიმართა გერმანია-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.

 


გამოფენას, ასევე, მხარს უჭერდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გამოფენის პარტნიორი საქართველოს ეროვნული არქივი, რეგიონებში გამოფენების ორგანიზატორია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია.

 


ღონისძიებას ესწრებოდნენ რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ირმა მაქარაშვილი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, მოადგილე ეკა მაისურაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

 

 

ინფორმაციას ონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი