თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანში სამმხრივ მინისტერიალს დაესწრება
11-06-2019, 18:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. 12 ივნისს, ქალაქი გაბალა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს. სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ჰეიდარ ალიევის კონგრესის ცენტრში გაიმართება.

 

 

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვთან. საქართველოსა და აზერბაიჯანის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ 2019 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოეწერება ხელი. საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის სამინისტროების ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს კი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან, ჰულუსი აქართან განიხილავს.
ორმხრივი შეხვედრების დასრულების შემდეგ საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი გაიმართება, სადაც კოლეგები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხებს განიხილავენ.

 


საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების დონეზე თანამშრომლობა 2012 წელს დაიწყო. სამმხრივ ფორმატში თავდაცვის მინისტერიალი მეშვიდედ იმართება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი