სამი სამინისტროს ერთობლივი პროექტი: საჯარო სკოლებში არჩევითი საგანი - „სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა“ ინერგება
08-08-2015, 04:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქართული ჯარის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ.

 

 

სამი უწყების მინისტრებმა თანამშრომლობის მზადყოფნა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით დაადასტურეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მემორანდუმს ხელი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დღეს მოაწერეს.

 


თავდაცვის მინისტრმა მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალზე განაცხადა, რომ თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტის გაფორმება 8 აგვისტოს სიმბოლურად დაინიშნა.

 


„ჩვენ გვინდა რომ საქართველოში ახალგაზრდები არა მხოლოდ წინაპრების გმირების მაგალითებით იზრდებოდნენ, არამედ, მათი დროის, მათი თაობის გმირებით, მათი მშობლების თაობის გმირებით. ამიტომ მისასალმებელია ეს ინიციატივა, რომ საშუალო სკოლებში მოსწავლეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, იმავე აგვისტოს ომის გმირებს იცნობდნენ. ეს მნიშვნელოვანია მათი სახელების უკვდავსაყოფად და მომავალი თაობის სწორად აღზრდისთვის, იმის გაცნობიერებისთვის, რა გამოწვევების წინაშეა ჩვენი ქვეყანა და რა მოთხოვნებს გვიწესებს 21-ე საუკუნე“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივი სასკოლო კონკურსები, ქართულ საჯარისო დანაყოფებში კი საინფორმაციო-საგანმანათლებლო ექსკურსიები მოეწყობა. მემორანდუმის თანახმად, საჯარო სკოლებში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე განსაზღვრული არჩევითი საგნისთვის - „სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა“ საგანმანათლებლო რესურსები ერთობლივად მომზადდება.

 

 

თავდაცვის, იუსტიციისა და განათლების სამინისტროები ასევე ითანამშრომლებენ პროექტის - „წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში, რომელიც IV-V კლასების მოსწავლეების მიერ დაწერილი წერილების საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველი ჯარისკაცებისთვის გაგზავნას ითვალისწინებს. კონკურს „თანამედროვე გმირების“ ფარგლებში კი VII-VIII კლასის მოსწავლეები აგვისტოს ომის გმირების შესახებ ვიდეორეპორტაჟებს მოამზადებენ. წარმატებული ვიდეორეპორტაჟები სამინისტროების ოფიციალურ ვებგვერდებზე აიტვირთება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი