აზერბაიჯანში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის თავდაცვის მინისტერიალი გაიმართა
12-06-2019, 15:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის თავდაცვის მინისტერიალი გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა რეგიონის უსაფრთხოების საკითხები და თანამშრომლობის განვითარების გეგმები სამმხრივ ფორმატში განიხილეს.

 

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამმხრივი დიალოგის მექანიზმი ხელს უწყობს რეგიონში სტაბილურობის ზრდასა და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას. „თანამშრომლობის დინამიკა ფართოვდება, ღრმავდება და მტკიცდება, რაც მთავარ სტრატეგიულ მიზანს - ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მშვიდობის, უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას ემსახურება“, განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

საუბარი შეეხო თანამედროვე სამხედრო განათლების სისტემისა და საწვრთნელი შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელობას, სამმხრივი სწავლებების ჩატარებასა და სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სამმხრივი სწავლებების განსაკუთრებული მნიშვნელობა და წვრთნების მასშტაბების გაზრდის სურვილი: „დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უფრო მეტად გაფართოვდეს, მათ შორის ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ჩართულობა იმ ორმხრივ სწავლებებში, რომელიც აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის მომავალში დაიგეგმება.“

 

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო კვლავ გააგრძელებს აზერბაიჯანული და თურქული მხარეებისთვის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო მომზადების სამმხრივი კურსების შეთავაზებას.

 

 

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების დონეზე თანამშრომლობა 2012 წელს დაიწყო. სამმხრივი ფორმატში თავდაცვის მინისტერიალი მეშვიდედ იმართება.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი