წყალტუბოს სახალხო თეატრი მაყურებლის წინაშე პრემიერით წარსდგა
12-06-2019, 17:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ცენტრთან არსებული სახალხო თეატრი მაყურებლის წინაშე პრემიერით წარსდგა. შადიმან შამანაძის 1983 წელს დაწერილი პიესა „ღია შუშაბანდი“ 36 წლის შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას და დღესაც ერთი ჩვეულებრივი ქართული ოჯახის ამბავს გვიყვება.

 

 

ვერშემდგარი ოჯახის მამა ცდილობს საკუთარი ძალა და უფროსობა ღვინის სმაში, ყვირილში მუდამ საკუთარი თავის მნიშვნელობაზე თავგანწირულ მტკიცებაში დაანახოს ოჯახის წევრებს. დედა კი მუდამ შუაშია - შვილებსა და ქმარსა და გაჭირვებას შორის გაჭედილი.

 


ყოფითი ცხოვრებით დამძიმებული თეატრალი ვაჟიც ამ ცხოვრებაზე ხელჩაქნეულია და რეალობისგან გაქცევას ტუალეტში კროსვორდების ამოხსნით ახერხებს, გოგონა კი სრული ამოვარდნაა ოჯახის გაჭირვების მწარე რეალობიდან. ამ ყოველივეში კი მაინც მთავარი ხაზი - ოჯახის უფროსის პატივისცემა, მამისა და შვილის დამოკიდებულება, ქართველი ქალის, მეუღლის და დედის როლია. ხაზი ტრადიციულად დაცულია და ქართულად შენახული, რაც პერსონაჟებს ადამიანურ სიყვარულს და ჰუმანურობას ჰმატებს.

 


მაყურებლისთვის სპექტაკლის სიუჟეტი ახლოა და გასაგები. ამბავი, რომელიც აქამდე უძლებს დროს სევდიანია და სენტიმენტალური.

 


სწორედ ეს სენტიმენტი იყო მთავარი სათქმელი რეჟისორის გოჩა ნიკოლაძის, რომელსაც წყალტუბოს სახალხო თეატრი დასმა თავი წარმატებით გაართვა.

 


სპექტაკლი 13 ივნისს ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატურ თეატრში „თეატრალური იმერეთი 2019“-ის ფარგლებში კიდევ ერთხელ დაიდგმება.

 


სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: დედა - ირმა კუბლაშვილი, მამა - ზურაბ ყურაშვილი, შვილები: - თეა გეგჭკორი, დავით ხიჯაკაძე. სტუმარი - შალვა ვაშაკიძე. მეზობლები; მზია ქაჯაია, ინგა ხვადაგიანი.

 


თეატრის სამხატვრო ხემძღვანელი - ვაჟა გედენიძე.

 


ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი