ონის მერი ემზარ საბანაძე: ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, რეგიონში უამრავი ტურისტი შემოვა და შესაბამისად, გაჩნდება სამუშაო ადგილებიც
12-06-2019, 18:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ონის მუნიციპალიტეტში ორი უმნიშვნელოვანესი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება - ინტენსიურად მიმდინარეობს ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზისა და ონი-ირის საავტომობილო გზის მშენებლობა, რაზეც ჯამში ათეულობით მილიონი ლარი იხარჯება.

 

 

ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე მიიჩნევს, რომ ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც კი რაჭაში განხორციელებულა.

 

 

როგორც ემზარ საბანაძემ GUARDIAN.GE-სთან საუბრისას განაცხადა, საჩხერე-შქმერი-ონის დამაკავშირებელი გზა არამარტო შეამცირებს დროსა და მანძილს თბილისიდან რაჭაში მოხვედრის მსურველთათვის, არამედ ტურიზმის კუთხით, ზემო რაჭას ახალ სიცოცხლეს შესძენს.

 

 

„საჩხერე-ონის გზის პროექტზე მუშაობა დაიწყო 2019 წელს. დასრულების ვადაა 2020 წლის ზაფხული. პროექტის მიხედვით, გზა რამდენიმე ლოტად არის დაყოფილი. ამ ეტაპზე, საჩხერიდან თითქმის ონის საზღვრამდე შავი სამუშაოები დასრულებულია. პარალალურად, მუშაობა მიმდინარეობს ონის მუნიციპალიტეტიდან საჩხერის მიმართულებითაც. ალბათ, ერთ თვეში, ეს ორი მიმართულება შეერთდება და მთლიანად დასრულებული იქნება შავი სამუშაოები, რის შემდეგაც დაიწყება მოასფალტება.

 


საჩხერე-შქმერი-ონის გზიდან - ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ანუ შქმერიდან-ონამდე, დაახლოებით, 32 კმ-ია და ამ გზის პროექტის დასრულების შემდეგ, რამდენი რამ გაკეთდება, წარმოიდგინეთ რამდენი ტურისტი შემოვა და შესაბამისად, გაჩნდება სამუშაო ადგილებიც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. აქ არის ულამაზესი ბუნება, ზღვის დონიდან დაახლოებით, 1 900 მეტრზეა ბოლო წერტილი აღნიშნული გზის.

 

 

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის შქმერი-ონის მონაკვეთზე სამუშაოებისთვის 20 მილიონ 800 000 ლარი დაიხარჯება.

 

 

(ფოტოზე: ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე)

 

 

საჩხერე-ონის გზის პროექტი, ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი პროექტია მათ შორის, რაც კი გაკეთებულა რაჭაში. ამ გზის საშუალებით, სულ რაღაც საათსა და 15 წუთში რაჭაში მოხვდება ადამიანი საჩხერიდან. დედაქალაქიდან წამოსულთათვის კი, რაჭაში ამოსასვლელად შემცირდება დროც და მანძილიც“, აცხადებს ონის მერი და მუნიციპალიტეტში მიმდინარე კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტზე - ონი-ირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

 

 

„ონი-ირის გზა იყო ცხინვალისა და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზა რაჭის გავლით და ასევე, ჯავა-როკის გვირაბის გავლით ჩრდილოეთ ოსეთში, რუსეთში გადასასვლელი გზა. მოგეხსენებათ, 2008 წლის შემდეგ ეს გზა დაიკეტა და მოძრაობა შეწყდა, რის გამოც მთლიანად ჩიხში აღმოჩნდა ონი - ზემო რაჭა. ამ გზაზე - ონი-ირი-გუბთის მონაკვეთზე მდებარეობს, დაახლოებით, 13 დიდი სოფელი. ეს 13 სოფელი აღმოჩნდა ძალიან ცუდ მდგომარეობაში და გადავწყვიტეთ, რომ გარკვეული პრივილეგია მიგვეცა ამ გზისთვის.

 

 

მიმდინარე წელს დაიწყო ინფრასტრუქტურული ღონისძიებები. შავი სამუშაოები დასრულდება და სულ ცოტა ხანში დაიწყება ასფალტირება. ეს არის სულ 15-კილომეტრიანი მონაკვეთი და წელს, დაახლოებით, 8.5 კმ, ხოლო დანარჩენი 2020 წელს გაკეთდება. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასრულებს. აღნიშნულ პროექტზე 10 მილიონი ლარი დაიხარჯება.

 


გარდა იმისა, რომ ონი-ირის გზის მოასფალტების დასრულების შემდეგ, ამ მონაკვეთზე არსებულ სოფლების მიმართულებით გადაადგილება გაადვილდება, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ამ მხარეს ტურიზმის კუთხითაც და მოწესრიგებული გზა სწორედ ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილები დასასვენებლად - მჟავე წყლები, ჩანჩქერები. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კი, განსაკუთრებულად სასიკეთოდ იმოქმედებს ონი-ირის მხარეზე და ამ მონაკვეთში მცხოვრები სოფლების მოსახლეობაზე", უთხრა GUARDIAN.GE-ს ემზარ საბანაძემ.

 

კომენტარები: 2
#2   ნაირა
      
რამდენი საათი დაჭირდება თბილისიდან ონში ჩასვლას?
16 ივნისი 2019 04:32
#1   არჩილი
      
დიდიხანია უცდიდით ამ გზების მშენებლობას! კარგია რომ დაიწყო!
12 ივნისი 2019 11:15
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი