უკანაფშავის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შუაფხოს სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
13-06-2019, 13:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკანაფშავის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლაში, პროექტ „მეტი ევროპა მთაში“- ფარგლებში, მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.

 

 

პროექტი „მეტი ევროპა მთაში“, კავკასიის უნივერსიტეტის, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“, და "განათლების კულტურის მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს" მხარდაჭერით ხორციელდება“.

 

 

პროექტი ემსახურება საქართველოს 4 რეგიონის - მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო ზედა-სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის და სამცხე ჯავახეთის 47 მაღალმთიან სკოლაში ლექცია-შეხვედრების ჩატარებას, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის შესახებ. ბენეფიციარებს შეადგენენ 9-12 კლასის მოსწავლეები.

 

 

პროექტი, საქართველოს მთიან რეგიონებში „ნატო-ევროკავშირის“ პოპულარიზაციის და ევროპული ღირებულებების დამკვიდრებას ისახავს მიზნად.

 

 

მთაში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ საკმარისი წარმოდგენა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის შესახებ.

 

 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შექმნიან თავისუფალ თემებს, სახელწოდებით „მე ევროპელი ელჩი“, რის შემდეგაც პროექტის გუნდი თითო მუნიციპალიტეტიდან გამოავლენს გამარჯვებულს და გადასცემს ექვს თვიან მანდატს პროექტის სახელით, რათა გამოაღვიძოს სამოქალაქო აქტივიზმი ევროპული მიმართულებით საკუთარ თემში.

 

 

შეხვედრას უძღვებოდნენ პროექტის ავტორი დავით გელაძე და სპიკერი ალექსანდრე ბაციკაძე.

 

 

„შუაფხოს სკოლის მოსწავლეებმა ღრმა ცოდნა გამოავლინეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ, ისინი აქტიურად ჩაერთვნენ ლექცია-შეხვედრის მსვლელობაში და საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს ევროპული მომავლის შესახებ“, აღნიშნა პროექტის ავტორმა დავით გელაძემ.

 

 

ინფორმაციას დუშეთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი