ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე მერის წარმომადგენელთან ქ.ონის ადმინისტრაციულ ერთეულში ლევან შერაზადიშვილთნ ერთად, ქ ონის ვახტანგ მეექვსისა და გურამიშვილის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე მერმა მოისმნა ადგილობრივი მოსახლეობისათვის პრობლემური და პრიორიტეტული საკითხები.
აღნიშნული ქუჩების მიმდებარედ, უახლოეს მომავალში დაიგეგმა მინი სპორტული მოედნის მშენებლობა, რომლის პროექტირებაზე მუშაობა, შესაბამისი სამსახურების მიერ, უკვე მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.