რუსეთი ევრაზიის კავშირის ყველა ქვეყნის შრომით მიგრანტებს პენსიებს გადაუხდის - რუსეთმა, სომხეთმა, ბელარუსმა, ყაზახეთმა და ყირგიზეთმა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ შეთანხმების თაობაზე განაცხადეს
14-06-2019, 15:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

უკვე მზად არის შეთანხმება „პენსიის ექსპორტის“ თაობაზე, რომელიც ევრაზიის კავშირში შემავალი ყველა ქვეყნის მცხოვრებელს შეეხება

რუსეთი მისი ეგიდით მოქმედი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებიდან ჩასულ შრომით მიგრანტებს პენსიებს გადაუხდის. კავშირის წევრებმა: რუსეთმა, სომხეთმა, ბელარუსმა, ყაზახეთმა და ყირგიზეთმა – უახლოეს დროში საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის გადაწყვეტილების თაობაზე განაცხადეს.

 

ამ დოკუმენტის თანახმად, მიგრანტები პენსიას იმ ქვეყნიდან მიიღებენ, რომელშიც მუშაობდნენ, და საპენსიო ფონდში გადარიცხვას ახდენდნენ. ახლა შრომითი მიგრანტების ხელფასებიდან პროცენტი რუსეთის საპენსიო ფონდში ირიცხება, თუმცა ისინი პენსიას არ იღებენ.

 

როგორ მოხდება პენსიების გადახდა

 

პოსტსაბჭოთა ეკონომიკურ სივრცეში შემავალი ქვეყნების შრომითი მიგრანტები მათთვის კუთვნილ ანაზღაურებას „პენსიის ექსპორტის“ სახელწოდებით ცნობილი მექანიზმით მიიღებენ.

 

ძირითადი პრინციპი ისაა, რომ პენსია პენსიონერს თან გაჰყვება. ანუ, პენსიონერის ევრაზიის კავშირის სხვა ქვეყანაში გადასახლების შემთხვევაში, ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში დანიშნული პენსია, მას „თან გაჰყვება“.

 

ახალი შეთანხმების მიხედვით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობის სტაჟი შეჯამდება და პენსია იმ ქვეყანაში დაინიშნება, სადაც მოქალაქე საპენსიო ასაკს მიაღწევს.

 

მაგალითად, თუკი სომხეთიდან მიგრანტი საპენსიო ასაკის მიღწევის მომენტში მოხუცებულობის პენსიის მიღების უფლებას რუსეთში მიიღებს, სომხეთში დაბრუნების შემთხვევაშიც კი, მისთვის პენსიის გადახდას რუსეთი გააგრძელებს.

 

მაგრამ შეთანხმება წინა თარიღით არ იმოქმედებს. ევრაზიის კავშირის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასული მოქალაქისთვის მოხუცებულობის პენსიის პირველი დანიშვნა 2020 წელზე ადრე შეუძლებელი იქნება. ამავდროულად რუსეთის სტაჟის ხანგრძლივობა, რომლის გამოც, პენსიის ექსპორტი მოხდება, 2010 წელს მხოლოდ ერთ წელიწადს შეადგენს, 2021-ში კი – 2 წელიწადს, და ა. შ.

 

დღევანდელი სიტუაცია

 

დღესდღეობით სიტუაცია ასეთია: ის ქვეყანა, რომელშიც ადამიანი მუდმივად ცხოვრობს, პენსიას ნიშნავს და იხდის, იმის მიუხედავად, არის თუ არა ადამიანი მისი მოქალაქე.

 

ამავდროულად, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შემავალ ქვეყნებში ხელფასიდან საპენსიო შენატანები განსხვავებულია. მაგალითად, ბელარუსში – 29%, რუსეთში – 22%, ყაზახეთსა და სომხეთში 10-10%, ყირგიზეთში კი ფიქსირებული თანხა არ არსებობს.

 

რა დაუჯდება ეს შეთანხმება რუსეთს

 

რუსეთის საპენსიო ფონდის დამატებითი ხარჯები 2020–2021 წლებში 166 მილიონ რუბლს შეადგენს, ანუ დაახლოებით 2,5 მილიონ დოლარს.

ეს თანხა სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის და ყირგიზეთის მცხოვრებელთა პენსიებისგან შედგება – მათ შორის მათი პენსიებისგანაც, ვინც რუსეთის ტერიტორიაზე აგრძელებს ცხოვრებას. რუსეთის შრომის სამინისტროს გამოთვლებით, ამ თანხაში შედის ის პენსიებიც, რომელსაც რუსეთის იმ მოქალაქეებს გადაუხდიან, რომლებიც პენსიის დანიშვნის შემდეგ საცხოვრებლად ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხვა ქვეყნებში გადავლენ.

დროთა განმავლობაში ეს თანხა გაიზრდება, რადგან საპენსიო ფონდში გადარიცხული თანხა, რომელიც შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ მიიღება, დაგროვდება.

 

კიდევ ციფრები

 

ევრაზიის ეკონომიკური კომისიის ანგარიშის თანახმად, კავშირის ყველა ქვეყნიდან რუსეთში შრომითი მიგრანტების ყველაზე დიდი რაოდენობაა. აქ ხელფასების დონეც უფრო მაღალია. კომისიის „სოციალურ-დემოგრაფიული ინდიკატორები“ მოხსენების თანახმად, საშუალო სახელფასო გადასახადი შეადგენს

  • რუსეთში — $695;
  • ყაზახეთში — $471;
  • ბელარუსში — $470;
  • სომხეთში — $358;
  • ყირგიზეთში — $236.

https://jam-news.net 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი