გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოს საჯარო სკოლაში, სკოლის ღვაწლმოსილი, საპენსიო ასაკის 14 პედაგოგი გააცილეს.
ღონისძიებაზე სტუმრებმა და სკოლის ხელმძღვანელობამ კიდევ ერთხელ გადაუხადეს მასწავლებლებს მადლობა, მომავალი თაობის აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის და სიმბოლური სერტიფიკატები მათთან ერთად სხვა დამსახურებულ, ყოფილ და ამჟამინდელ პედაგოგებს გადასცეს.
ღონისძიებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი, მისი მოადგილე რაფი ორუჯოვი, საკრებულოს წევრები - მირზა მირზოევი და შახადატ მეხრალიევი, თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.