დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის პოსტზე ყველაზე მეტი მხარდაჭერა ბორის ჯონსონმა მოიპოვა
15-06-2019, 08:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს შორის, ფარული კენჭისყრისას „ტორების“ დეპუტატთა ყველაზე მეტი მხარდაჭერა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და ლონდონის ყოფილმა მერმა, ბორის ჯონსონმა მოიპოვა. მან 114 ხმა მიიღო, გაცილებით მეტი, ვიდრე მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და ყველაზე მთავარმა კონკურენტმა, ჯერემი ჰანტმა, რომელიც 43 ხმით მეორე ადგილზე გავიდა. გარემოს დაცვის მინისტრი მაიკ გოვი კი მესამე ადგილზეა - 37 ხმით. 10-დან სამი კანდიდატი - მარკ ჰარპერი, ანდრეა ლიდსომი და ისტერ მაკვეი საერთოდ გამოეთიშნენ პროცესს, რის გამოც მომავალ კვირას უკვე 7 კანდიდატი განაგრძობს მეორე და შემდგომ რაუნდებში პარტიის ლიდერობისათვის და შესაბამისად, პრემიერ მინისტრობისათვის ბრძოლას.

 


დეპუტატების მიერ კენჭისყრის საბოლოო პროცესის გამართვის შემდეგ დარჩენილი ორი კანდიდატის ბედს კი საყოველთაო კენჭისყრა გადაწყვეტს, რომელშიც მონაწილეობას უკვე „კონსერვატიული პარტიის“ წევრები მიიღებენ - 100 000-ზე მეტი ადამიანი. „ბრექსიტის“ შეთანხმების თემთა პალატაში რატიფიცირების არაერთხელ ჩავარდნის შემდეგ „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარის პოსტიდან წასული ტერეზა მეის შემცვლელს, სავარაუდოდ 22 ივლისს გამოაცხადებენ.

 


ჯონსონმა, ყოფილმა საგარეო მდივანმა, რომელიც მანამდე ლონდონის მერის თანამდებობაზე 8 წელი მსახურობდა, თქვა, რომ იგი „აღფრთოვანებული“ იყო გამარჯვებით, მაგრამ გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ მის კამპანიას ჯერ კიდევ „გრძელი გზა აქვს გასავლელი“.

 


პირველ რაუნდში 313-მა „კონსერვატორმა“ დეპუტატმა მისცა ხმა, მათ შორის ტერეზა მეიმ, რომელმაც თავი შეიკავა იმის გამჟღავნებისაგან, თუ ვის დაუჭირა მან მხარი.

 


„კონსერვატორი“ დეპუტატების მონაწილეობით შემდეგი კენჭისყრები 18, 19 და 20 ივნისს არის დაგეგმილი და უკვე ორი კანდიდატის დარჩენის შემდეგ, 22 ივნისიდან „კონსერვატიული პარტიის“ ფართო შემადგენლობა გადაწყვეტს თუ ვინ იქნება პარტიის მომავალი ლიდერი და შესაბამისად, მომავალი პრემიერ მინისტრი. მოელიან, რომ გამარჯვებული 4 კვირის მოგვიანებით, 22 ივლისს გამოცხადდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი