საქართველოს პრეზიდენტი: აბასთუმანი ძალიან მალე სამედიცინო და სარეაბილიტაციო ტურისტული ცენტრი იქნება
15-06-2019, 17:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი აბასთუმანს ესტუმრა საქართველოს პრეზიდენტი აბასთუმანს ეწვია და სამცხე - ჯავახეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ პრეზიდენტს არსებული ვითარებისა და იმ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც აქტიურად მიმდინარეობს რეგიონში.

 


პრეზიდენტი დაინტერესდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციისა და პროფესიული გადამზადების ცენტრების მშენებლობის საკითხებით და აღნიშნა, რომ ადგილობრივი კადრების გადამზადება მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისთვის. სალომე ზურაბიშვილმა ასევე მოისმინა ინფორმაცია რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევების თაობაზე. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რეგიონებში მისი გასვლები ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებსა და ადგილზე ვითარების გაცნობას ემსახურება.

 


,,მინდა ჩემი წარმოდგენა მქონდეს რა პრობლემები რჩება და რა ვითარდება. აქ ნათელია, რომ მიმდინარეობს სერიოზული ინფრასტრუქტურული განვითარება. ეს რეგიონი ძალიან მალე სერიოზული, სამედიცინო და სარეაბილიტაციო ტურისტული ცენტრი იქნება"- განაცხადა პრეზიდენტმა.

 


სალომე ზურაბიშვილმა ახალი თანამედროვე სტანდარტების სარეაბილიტაციო ცენტრი დაათვალიერა, რომელიც “ქართუ ჯგუფის მხარდაჭერითა და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით აშენდა. ცენტრი ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებთან ერთად, ფილტვების სხვა ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებსაც მოემსახურება. ,,ეს ძალიან თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრია. მიმაჩნია, რომ ბალნეოთერაპიისა და სამედიცინო მიმართულებები ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან დიდი პოტენციალი მომცემია", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 


როგორც ცენტრის დირექტორმა განაცხადა, ასეთი მაღალი დონის სარეაბილიტაციო ცენტრი ახალი სიტყვაა ქართულ მედიცინაში. თანამედროვე აღჭურვილობის ცენტრი 100 პაციენტზეა გათვლილი.

 

 

ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი