​საქართველოს პრეზიდენტმა ბორჯომში განაცხადა: დარწმუნებული ვარ, შემდეგი ეტაპი სამედიცინო და სარეაბილიტაციო ტურიზმის განვითარება იქნება
16-06-2019, 18:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბორჯომში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და რეგიონის განვითარების შესაძლებლობასა და პოტენციალზე ესაუბრა.

 

 

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ბოლო ექვს თვეში რამდენიმე რეგიონს ესტუმრა, მათ შორის გუშინ ეწვია აბასთუმანს, სადაც სრული აღმშენებლობა მიმდინარეობს, ეს კი მთლიანი რეგიონის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი ეტაპია.

 

 

,,აბასთუმნიდან ძალიან კარგი შთაბეჭდილებით წამოვედი. მიმდინარეობს სრული აღმშენებლობა ამ პატარა და მნიშვნელოვანი ქალაქის, რომელსაც დიდი პოტენციალი გააჩნია, პოტენციალი რომელიც ვრცელდება მთელ რეგიონზე. დარწმუნებული ვარ, შემდეგი ეტაპი სამედიცინო და სარეაბილიტაციო ტურიზმის განვითარებაა, რომელიც ერთ დიდ სტრატეგიაში იქნება მოქცეული", აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

მისი განცხადებით, ჩვენი ვალდებულებაა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ეს სიმდიდრე და კლიმატური ცვლილებების პრობლემების მიუხედავად, მაქსიმალურად გადავარჩინოთ ის.

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა საზღვარგარეთ რეგიონის პოპულარიზაციის მზადყოფნა გამოთქვა, უმუშევრობის პრობლემაზე და პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე საუბრისას კი, აღნიშნა, რომ დღეს გარკვეული პროფესიის სპეციალისტების ნაკლებობაა, რაც თავისთავად პრობლემას წარმოადგენს.

 

 

,,დღეს უმუშევრობის ძალიან მაღალი დონეა ქვეყანაში, მეორე მხრივ, ძალიან ბევრგან ვერ ვპოულობთ საჭირო სპეციალისტებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას სჭირდება და კადრები უცხოეთიდან შემოდიან, ეს უნდა დავაბალანსოთ. ნაწილობრივ ეს ხელისუფლების გასაკეთებელია, რათა უფრო კარგად დაგეგმოს და მოსახლეობას წინასწარ უთხრას ეკონომიკის პრიორიტეტები, სად რა მუშახელი დასჭირდება, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა. პრობლემა დღეს ხელოსნების ნაკლებობაა, რომელიც სჭირდება ქვეყნის განვითარებას", აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

 

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, იგი ძალიან ოპტიმისტია, რადგან ხედავს, რომ ქვეყანას დიდი შესაძლებლობები და პოტენციალი გააჩნია.

 


,,ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და გვაქვს შანსი ვიყოთ მოქნილი. ესეც საზოგადოების მზაობაზეა დამოკიდებული, რათა განვავითაროთ ყველაზე მთავარი- პირადი ინიციატივა, რომლის გარეშეც არაფერი არ ხდება და სამწუხაროდ დღეს ქვეყანაში კიდევ ის განწყობაა, რომ ელოდებიან რაღაც მითითებებს, განკარგულებებს და რჩევას. გადის დრო და ყველაზე წარმატებულები არიან ისინი, ვინც თავიანთ თავზე იღებენ ინიციატივას, მართალია რთულია საქმის დაწყება, მაგრამ არსებობს ბევრი სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას წარმოაჩინონ საკუთარი თავი. ძალიან ბევრი წარმატებული ქალი ვნახე რეგიონებში, რომლებიც დაუბრუნდნენ მიწას, თავიანთ რეგიონს, იმიტომ რომ აიღეს ინიციატივა, რადგან გაბედეს. ხშირ შემთხვევაში ქალები უფრო გამბედავები არიან", განაცხადა პრეზიდენტმა და მოსახლეობას მეტი აქტივობისაკენ მოუწოდა.

 


პრეზიდენტის გამოსვლა შემდეგ შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაიმართა. პრეზიდენტთან შეხვედრისას ადგილობრივებმა აღნიშნეს, რომ ისინი რეგიონში გარემოსდაცვითი მიმართულებების გაძლიერების საჭიროებას ხედავენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პრეზიდენტის განცხადებით, ის აპირებს ამ მიმართულებით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, საერთაშორისო გარემოსდაცვით კონფერენციებში მონაწილეობას და მაღალ ტრიბუნიდან ამ პრობლემის ხაზგასმას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი