ისრაელის პრემიერ მინისტრის ცოლმა, სარა ნეთანიაჰუმ სასამართლოს წინაშე აღიარა, რომ სახელმწიფო თანხები - 99,300 აშშ დოლარი - რეზიდენციის გარეთ საკვების საყიდლად დახარჯა
16-06-2019, 19:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ისრაელის პრემიერ მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ცოლმა აღიარა, რომ ბოროტად გამოიყენა სახელმწიფო თანხები და ახლა 15,000 აშშ დოლარი უნდა გადაიხადოს, იტყობინება BBC.

 


სარა ნეთანიაჰუს ბრალი დასდეს 99,300 აშშ დოლარის რეზიდენციის გარეთ საკვების მომსახურებისთვის დახარჯვაში. იგი თავს იმით იმართლებდა, რომ პრემიერ მინისტრის რეზიდენციაში მზარეულები არ იყვნენ ხელმისაწვდომი, რაც ტყუილი აღმოჩნდა.

 


მას ბრალი გასულ წელს თაღლითობისა და ნდობის ბოროტად გამოყენებაში დასდეს.

 


მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეს არაფერი აქვს საერთო სარა ნეთანიაჰუსთან და ეს მისი ქმრის ძალაუფლებიდან ჩამოცილების მცდელობაა.

 


განსასჯელის მიერ საკუთარი დანაშაულის აღიარების შესახებ მხარეებს შორის გარიგების საფუძველზე ქალბატონი ნეთანიაჰუ სახელმწიფოს 12,490 აშშ დოლარს დაუბრუნებს და ასევე 2,777 აშშ დოლარს ჯარიმის სახით გადაიხდის.

 

 

პროკურორმა ერეც პადანმა განაცხადა, რომ ბრალდების მხარე „მნიშვნელოვან დათმობებზე“ წავიდა, რამაც მხარეებს შორის „დაბალანსებული და მართებული შეთანხმება“ განაპირობა. მან აღნიშნა, რომ ამ კომპრომისმა სასამართლო 80 მოწმის გამოძახებისა და დაკითხვისაგან იხსნა.

 


„პროკურატურას ესმის, რომ აღნიშნულ თანხასა და სისხლის სამართლის დანაშაულს შორის სრული თანაფარდობა არ არის, თუმცა კანონიერი სამართალწარმოების ფარგლებში, სრული თანაფარდობა არ არის სავალდებულო“, განაცხადა საქმის პროკურორმა.

 


გასულ წელს, ქალბატონი ნეთანიაჰუს ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ მან არ იცოდა გარეთ კვების პროცედურები და საჭმელების შეკვეთას ოჯახის მენეჯერი ახორციელებდა.

 


ბრალდბებების საპასუხოდ ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა: „სარა ნეთანიაჰუ ძლიერი და პატივსაცემი ქალია და მის ქმედებებში არასდროს ყოფილა რაიმე დანაშაული“.

 


2016 წელს, სასამართლომ 47,000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა ქალბატონ ნეთანიაჰუს საოჯახო საქმეებში დამხმარე მამაკაცისთვის, რომელმაც პრემიერ მინისტრის მეუღლეს სამუშაო ადგილზე შეურაცხყოფისთვის უჩივლა. სასამართლომ დააკმაყოფილა მენი ნაფტალის სარჩელი, რომ მის მიმართ შეურაცხყოფას და სიტყვიერ დამცირებას ჰქონდა ადგილი.

 

 

თავის მრივ, პრემიერ მინისტრ ნეთანიაჰუსაც ცალკე სასამართლო პროცესი ელოდება. ისრაელის გენერალურმა პროკურორმა მას თებერვალში შეტყობინება გაუგზავნა და ამცნო, რომ მის მიმართ სამი მუხლით არის საქმე აღძრული და ბრალი ქრთამის აღებაში, თაღლითობასა და ნდობის ბოროტად გამოყენებაში ედება.

 


აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე საბოლოო მოსმენა ჯერ არ გამართულა და ბოლო განხილვა, რომელზეც ნეთანიაჰუს და მის ადვოკატებს ბრალდების წინააღმდეგ თავიანთი მტკიცებულებების წარდგენის საშუალება ექნებათ, მიმდინარე წლის ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი.

 


ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მას არავითარი კანონდარღვევა არ ჩაუდენია და იგი კუდიანებზე პოლიტიკური ნადირობის მსხვერპლია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი