ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი 18-კმ-იანი საავტომობილო გზისა და რკინიგზის პროექტირება აქტიურად მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის, ტოპოგეოდეზიური სამუშაოები დასრულების ეტაპზეა და ინტენსიურად ხორციელდება გეოლოგიური სამუშაოები.
,,ადგილზე ერთდროულად 4 საპროექტო ჯგუფი მუშაობს. პროექტირების ფარგლებში, ასევე მომზადდება გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და განსახლების სამოქმედო გეგმის დოკუმენტები.
ანაკლიაში, საპროექტო სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კუპატაშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ადგილზე გაეცნენ.
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის პროექტირებას ავსტრალიური მულტინაციონალური კომპანია „სმექი“ ახორციელებს.
„სმექმა“ პროექტირება ოქტომბერში უნდა დაასრულოს. პროექტირების სახელშეკრულებო ღირებულება 7 მილიონ ლარს შედგენს.
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის დაწყება 2019 წლის დეკემბერში დაგეგმილი', აღნიშნულია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.