ონის მუნიციპალიტეტის მერმა, ემზარ საბანაძემ ონი-ირის მიმართულებით გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
ონის მერიის ცნობით, ამ დროისთვის ასფალტირების სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარეობს.
დღეის მდგომარეობით, ასფალტის საფარის პირველი ფენა დაგებულია 600 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე.
სამუშაოებს ასრულებს კონტრაქტორი კომპანია „ნიუ-როუდი“ და ქვეკონტრაქტორი კომპანია „ამბროლაური ავტოგზა 10“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.