ონის მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაო შეხვედრა გამართა
19-06-2019, 16:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ონის მუნიციპალიტეტის მერმა, ემზარ საბანაძემ მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

 


შეხვედრაზე მერის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი საყვარელიძემ გააკეთა მოხსენება დაგეგმილ, გამოცხადებულ და დაკონტრაქტებულ სატენდერო პროექტებთან დაკავშირებით, ასევე შეაფასა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში და ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტების მიმდინარეობა.

 


მერის წარმომადგენლემა წარადგინეს ანგარიში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასთნ დაკავშირებით.

 


განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროექტების შესრულების ვადებისა და ხარისხის კონტროლზე.

 


მერმა ასევე მოისმინა ანგარიში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში დასრულებული პროექტების ხარისხთან დაკავშირებით.

 


ემზარ საბანაძის თქმით, თითოეულ დასრულებულ პროექტზე მოსახლეობის აზრს უშუალოდ მათგან მოისმენს და პროექტიდან გამომდინარე, უარყოფითი შეფასების შემთხვევაში, იქნება შესაბამისი რეაგირება როგორც შემსრულებელი მეწარმის, ასევე მაკონტროლებელი ზედამხედველების მიმართ.

 

 

მერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი წარმომადგენლების და დეპუტატების მაქსიმალური ჩართულობის აუცილებლობას პროექტების შესრულების ხარისხის კონტროლის საქმეში.

 

 

ინფორმაციას ონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი