ვანში ინფრასტრუქტურული ობიექტების მონიტორინგი განხორციელდა
20-06-2019, 19:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ბესიკ გოფოძემ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლმა ირაკლი თოფურიამ და ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად ინფრასტრუქტურული ობიექტების მონიტორინგი განახორციელეს.

 

 

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვანში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტით, ასევე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდითა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მიმდინარე და დასრულებული საავტომობილო გზების, საჯარო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაციის პროექტები დაათვალიერეს.

 

 

მიმდინარე წელს ვანის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის რეგიონალური განვითარების ფონდიდან 460 000 ლარი იხარჯება. სამუშაოები ძირითადად მოიცავს გადახურვას, სველი-წერტილების და კარ-ფანჯრების მოწესრიგებას.

 

 

ვანში აქტიურად მიმდინარეობს სკოლამდელი დაწესებულებების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 545 648 ლარია გამოყოფილი.

 

 

მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ საავტომობილო გზებზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოსაწესრიგებლად 3 320 012 ლარი დაიხარჯება.

 

 

რაც შეეხება სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, ამ მიმართულებით სოფლის მოსახლეობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული პროექტების განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 570 000 ლარია გამოყოფილი.

 

 

ინფორმაციას ვანის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი