ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება
21-06-2019, 02:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგზაო ინფრასტრუქტურული მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში. სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

 


ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ვაჩიანი-ოკამი-აზმანა-ქარცეფი-აფნია-გოგაშენისა და ზაკი-ბუღაშენი-მერენია-იხტილის გზების 6 კილომეტრამდე მონაკვეთი მოასფალტდება ,რაშიც 2 525 299 ლარი დაიხარჯება. ამავე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ბარალეთი-კოჩიოს გზის 3 კილომეტრამდე მონაკვეთის მოასფალტება ღირებულებით 1 095 020 ლარი. სამშენებლო სამუშაოებს შპს „არალი“ასრულებს.

 


ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს ნინოწმინდაშიც. ამ ეტაპზე აქტიურ ფაზაშია სოფელ სათხე-ორჯალარის და სოფელ სათხე-სპასოვკის გზების მოასფალტება. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ჯავახავტოგზა“ასრულებს. საავტომობილო გზის 2,8 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე 1 631 579 ლარი დაიხარჯება.

 


მიმდინარე სამუშაოები სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელმა მარინა გაჩეჩილაძემ , ახალქალაქის და ნინოწმინდის მერებმა იური უნანიანმა და ანივარდ მოსოიანმა მოინახულეს

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი