არჩილ ჯაფარიძე ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების - აღვისა და ზუბის საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა
21-06-2019, 10:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების - აღვისა და ზუბის საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა.

 


რწმუნებული პედაგოგებს რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ ესაუბრა და მათ, რეგიონში მიმდინარე უპრეცენდენტოდ მასშტაბური პროექტები და მათი განხორციელების მნიშვნელობა გააცნო.

 


შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. პედაგოგებმა თავიანთ სოფლებში არსებულ პრობლემებზე ღიად ისაუბრეს და მათი გადაჭრის გზებზე რწმუნებულთან ერთად იმსჯელეს.

 


არჩილ ჯაფარიძე პედაგოგებს მთავრობის მიერ დაანონსებულ ახალ ინიციატივებზე ესაუბრა.

 


„თქვენთვის ცნობილია, რომ განათლების სფეროს ხელშეწყობა სახელმწიფომ პრიორიტეტად გამოაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, იწყება მნიშვნელოვანი განათლების მასშტაბური რეფორმა, რომელიც ყოველწლიურად საქართველოს ბიუჯეტის მეოთხედის განათლების სექტორისკენ მიმართვას გულისხმობს.ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა- საპენსიო ასაკის მასწავლებლებისთვის ჯილდოს შეთავაზება.

 


საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია მათი ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე 2019 წელს სახელმწიფოსგან მიიღონ ერთჯერადი ფულადი ჯილდო – ორი წლის ჯამური ხელფასი და შეუნარჩუნდეთ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი“, აღნიშნა მხარის რწმუნებულმა.

 


რწმუნებულის შეხვედრები პედაგოგებთან გაგრძელდება და რეგიონის ყველა სკოლას მოიცავს.

 


ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი