თეატრალური ფესტივალის გრანპრის მფლობელი ვანის თეატრი გახდა
21-06-2019, 17:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვანის მუნიციპალიტეტის კარლო საკანდელიძის სახელობის სახალხო თეატრი სპექტაკლით ,,ემიგრანტები'', იმერეთის თეატრალური ფესტივალის გრანპრის მფლობელი გახდა.

 

 

საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი“ უკვე მეათე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და იმერეთის თეატრალური საზოგადოების მხრადაჭერით ხორციელდება.

 

 

აღნიშნული ფესტივალი ყოველწლიურად უფრო მასშტაბურია და იმერეთის თეატრების გარდა სხვა დასებიც მონაწილეობენ.

 

 

ფესტივალი საერთაშორისო სტატუსის მატარებელია და წელს სპექტაკლები წარმოადგინა რუმინეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის თეატრებმა.

 

 

ფესტივალის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში მოქმედი პროფესიული თუ სახალხო თეატრების მიერ წარმოდგენილი იყო 18 სპექტაკლი.

 

 

სახალხო თეატრების მიერ წარმოდგენილ სპექტაკლებს პროფესიული ჟიური აფასებდა და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები 20 ივნისს, ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე გამოვლინდნენ.

 

 

ვანის მუნიციპალიტეტის კარლო საკანდელიძის ვანის სახალხო თეატრმა, იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე ლაშა ლომჯარიას რეჟისორობით სპექტაკლი „ემიგრანტები“ წარმოადგინა.

 

 

სპექტაკლმა აბელ სოსელიას და ამირან შარაშენიძის მონაწილეობით, ფესტივალის დაწყებისთანავე ჟიურის და მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა და ღირსეულად გახდა გრანპრის მფლობელი.

 

 

ინფორმაციას ვანის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი