თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში, ედირნეს პროვინციაში, საბერძნეთის საზღვრის სიახლოვეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა. თურქული მედიის ცნობით, მიკროავტობუსში, რომელიც მაღაზიას შეეჯახა, არალეგალი მიგრანტები იმყოფებოდნენ. დაღუპულთა ვინაობა და წარმომავლობა ჯერჯერობით უცნობია.
მიგრანტები, რომელთაც დაზიანებები მიიღეს, საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ინციდენტის ადგილას ედირნეს პროვინციის გუბერნატორი მივიდა. მის მიერ წერილობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საეჭვო სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ვერ მოახერხა გაჩერება, როდესაც იგი ჟანდარმერიამ გააფრთხილა და მაღალი სიჩქარით გაქცევისას მაღაზიას შეეჯახა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.