ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის“ ორგანიზებით, პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, გარდაბნის ახალგაზრდული ცენტრის ახალგაზრდებს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი შეხვდა.
გარდაბნის მერიის ცნობით, ახალგაზრდებმა თავიანთ სოფლებში არსებული საჭიროებების შესახებ, მერს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მუნიციპალიტეტის პირველი პირისგან თანადგომის მზაობა მიიღეს.
ახალგაზრდების მიერ ინიცირებული საკითხები ძირითადად, სოფლებში ახალგაზრდული სივრცეების მოწყობასა და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ეხებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.