ონში „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ რეგიონული ოფისი გაიხსნა
27-06-2019, 17:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ონში, (დემეტრე II მოედანი), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,არასამთავრობო /სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე" ფარგლებში, ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს" რეგიონული ოფისი გაიხსნა.

 


გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე ვასილ მეტრეველი და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

 


პროექტის მიზანია, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ასევე, გაიზარდოს ფართო საზოგადოების ცნობიერება გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) პროცედურებთან დაკავშირებით და გააუმჯობესოს მათი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 


დამსწრე საზოგადოებას წარედგინა გზამკვლევი (გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესი), ასევე გაიმართა დისკუსია პროექტის შესახებ.

 

 

ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 1
#1   ეთო არსანიძე
      
დიდი იმედი მაქვს ორგანიზაცია აქტიურად ჩაერთვება ონის კასკადთან დაკავშირებული თემების განხილვაში
27 ივნისი 2019 10:23
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი