რა ბედი ეწევა კეზერაშვილის, მონოკოს ერთ-ერთ ბანკში აღმოჩენილ 7 600 000 დოლარს?
11-02-2014, 16:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არ არის გამორიცხული, დავით კეზერაშვილს მონაკოს ერთ-ერთ ბანკში 7 600 000 დოლარის ოდენობის თანხა დაუყადაღონ. აღნიშნული თანხის დაყადაღების შესახებ შუამდგომლობა საქალაქო სასამართლოში , პროკურორმა მერაბ ჯერენაშვილმა დააყენა.

 


კონტრაბანდული სპირტის საქმეზე ბრალდების განხილვისას პროკურორმა აღნიშნა, რომ ახლახანს აღმოაჩინეს მონაკოს ერთ-ერთ ბანკში კეზერაშვილის მიერ განთავსებული თანხა. ბრალდების მხარე ეჭვობს, რომ აღნიშნული თანხა დაკავშირებულია სწორედ იმ ბრალდებასთან, რომელსაც კეზერაშვილს კონტრაბანდული სპირტის საქმეზე უყენებენ.

 


კეზერაშვილის ადვოკატის შოთა მინდელის განცხადებით კი, აღნიშნულ თანხას კავშირი არ აქვს ბრალდების პერიოდთან. ადვოკატის განმარტებით, ბრალდების ეპიზოდი ეხება 2007-2011 წლებს, ხოლო თანხა, რომლის დაყადაღებასაც პროკურორი ითხოვს, მონაკოს ბანკში განთავსებულია 2012 წელს.

 


როგორც მინდელმა დღევანდელი პროცესის შემდეგ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმება.

 


დაყადაღდება თუ არა მონაკოს ბანკში არსებული 7 600 000 დოლარი, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილებას საქალაქო სასამართლო შემდგომ პროცესზე მიიღებს. შემდეგი პროცესი 24 თებერვლისთვის ჩანიშნული.

 


რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, დავით კეზერაშვილს 7 პირთან ერთად ბრალი ედება კონტრაბანდული გზით სპირტის რეალიზაციის სქემის მფარველობაში. 

 

 

 

 

 

 

 

http://www.interpressnews.ge/ge/samartali/269595-davith-kezerashvils-shesadzloa-monakoshi-7-600-000-dolari-dauyadaghon.html 

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი