კობა გვენეტაძე: „ინფლაციური პროცესების განვითარების შემთხვევაში ადეკვატურ ზომებს მივიღებთ, რაც მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებებში აისახება“
02-07-2019, 15:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ინფლაციური პროცესების განვითარების შემთხვევაში ადეკვატურ ზომებს მივიღებთ, რაც მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებებში აისახება“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

 

 

როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ ინფლაციაზე წნეხი იქნება, ეროვნული ბანკი შესაბამის ზომებს მიიღებს.

 

 

„დავაკვირდებით და თუ იქნება ინფლაციაზე წნეხი, მივიღებთ ადეკვატურ ზომებს იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც გვექნება. მოგეხსენებათ, ინფლაციის თარგეთირება გვაქვს ქვეყანაში და გაცხადებული მაჩვენებელი არის სამი პროცენტი. თუმცა, როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ეს არ არის ლიმიტი და შესაძლებელია, ინფლაცია იყოს სამ პროცენტზე ზემოთ ან ქვემოთ. რა თქმა უნდა, ეგზოგენურმა ფაქტორებმა შეიძლება, იქონიოს გავლენა და ამ შემთხვევაში, ზუსტად ეს არის ეგზოგენური და არა მონეტარული ფაქტორი. თუ შევნიშნეთ, რომ ინფლაციური პროცესები უფრო ვითარდება, ამას აუცილებლად ავსახავთ მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა გვენეტაძემ.

 

 

მაისში წლიურმა ინფლაციამ საქართველოში 4.7 პროცენტი შეადგინა, ივნისის მაჩვენებელი კი, ხვალ გახდება ცნობილი.

 

 

როგორც გვენეტაძემ განაცხადა, ტურიზმის სექტორის დანაკლისმა ეროვნულ ვალუტაზე დიდი წნეხი არ უნდა გამოიწვიოს, რადგან მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გაუმჯობესდა.

 

 

გვენეტაძე ვარაუდობს, რომ ტურისტული სანქციების გავლენა ეკონომიკაზე 200-300 მილიონი აშშ დოლარი იქნება, თუმცა გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მაინც გაუმჯობესდება.

 

 

მან აღნიშნა, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი და კურსის პროგნოზირება შეუძლებელია.

 

 

„ეს მოქნილი სისტემაა, რომელიც საშუალებას აძლევს კურსს, გაითვალისწინოს ყველა მოლოდინი, რომელიც ცნობილია და ხელმისაწვდომია ეკონომიკური აგენტებისთვის. ინფორმაცია, რომ შესაძლებელია გარკვეული რაოდენობის ტურისტები აღარ ჩამოვიდნენ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, აისახა მოლოდინებზე და გაჩნდა მოლოდინი, რომ ის საექსპორტო სერვისების შემოსავლები, რომელიც ქვეყანაში უნდა ყოფილიყო, იქნება ნაკლები. ზუსტად ამ დროს ასრულებს მცურავი გაცვლითი კურსი, როგორც ავტომატური სტაბილიზატორი იმ ფუნქციას, რაც ამ შემთხვევაში, უნდა შეასრულოს. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ამ შემთხვევაში ის კორექტირება, რომელიც ხორციელდება ეკონომიკაში, ყველაზე ნაკლები დანახარჯებით გამოიყვანს ასეთი სიტუაციებიდან ქვეყანას. დღესდღეობით რთულია იმის შეფასება, რა გავლენა ექნება ამას, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარე პროცესია. შეიძლება ითქვას, რომ პირველი კვარტლის შედეგების მიხედვით, ვგულისხმობ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, ვფიქრობ, წნეხი დიდი არ უნდა იყოს“, – განაცხადა გვენეტაძემ და დაამატა, რომ ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის შესყიდვას იქიდან გამომდინარე ახორციელებდა, რომ ქვეყანას არაადეკვატური რეზერვები ჰქონდა.

 

 

„აუცილებელი იყო რეზერვების დაგროვება. ყოველი მომენტი, რომელიც საშუალებას გვაძლევდა და გვაძლევს, რომ შევავსოთ საერთაშორისო რეზერვები, უნდა გამოვიყენოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია, რომ საერთაშორისო ინვესტორებმა საქართველო განიხილონ საიმედო ქვეყნად. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის მეოთხე მიმოხილვის პრესრელიზში ცალსახად არის აღნიშნული, რომ ეროვნული ბანკის ჩარევები საერთაშორისო რეზერვების დაგროვების მიმართულებით არის აბსოლუტურად სწორი და გამართლებული. ეროვნული ბანკის ასეთი ინტერვენციები ლარის კურსზე გავლენას არ ახდენს“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი