რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი: ,,მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო მეტი ევროპული კომპანია ჩაერთოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში"
04-07-2019, 16:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

,,ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია შემოვიდეს, უფრო აქტიურად ჩაერთონ ევროპული კომპანიები  ჩვენთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და სხვა ტიპის პროექტებში” - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საქართველო-იტალიის ბიზნეს-ფორუმზე განაცხადა.

 

ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა ამ ტიპის ფორუმების მნიშვნელობას, რომელზეც ქვეყანას ეძლევა  შესაძლებლობა წარუდგინოს ამა თუ იმ უცხოურ კომპანიას საკუთარი განვითარების გეგმები. 

 

მისი თქმით, ფორუმი, რომელსაც 200-ზე მეტი კომპანია ესწრება, არის საუკეთესო საშუალება რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ურთიერთობები ქართულ-იტალიურ კომპანიებს შორის 

 

,,იტალიური კომპანიების მხრიდან გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ინვესტიცია სხვადასხვა სექტორში, რომელმაც ძალიან წარმატებით იმუშავა.  ჩვენთვის, როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის, მნიშვნელოვანია რომ მაღალი ხარისხის ევროპული კომპანიები, მათ შორის იტალიური, შემოვიდნენ ჩვენს ბაზარზე და უფრო აქტიურად იყვნენ წარმოდგენილნი იმ პროექტებში, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ.  ასეთი ფორუმების   მიზანია,  მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ინვესტორებს, ნახონ ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობის მეტი შესაძლებლობა, რაც მათ მისცემს საშუალებას, უფრო კონკურენტული იყვნენ სხვა კომპანიებთან მიმართებაში და უფრო აქტიურად იყვნენ წარმოდგენილი ჩვენს ქვეყანაში“-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

 

საქართველო-იტალიის ბიზნეს-ფორუმი  საქართველოში იტალიის საელჩოს, იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ITA-ICE), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი