მეორე ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანს, იაკობ ქაჯაიას წყალტუბოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამარჯვება მიულოცეს
09-07-2019, 10:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მეორე ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანს, იაკობ ქაჯაიას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ალექსანდრე დადუნაშვილმა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის (ქუთაისის) რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ რევაზ რობაქიძემ მნიშვნელოვანი გამარჯვება მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

 


„იაკობ ქაჯაიამ კიდევ ერთხელ ასახელა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მუნიციპალიტეტი, მეორე ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედლის მოპოვება ნამდვილად დიდი გამარჯვებაა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა აკეთებს მაქსიმუმს იაკობის მხარდაჭერისთვის, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ფალავანი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიას უპრობლემოდ მოიპოვებს და შემდეგ ღირსეულად იასპარეზებს. მას აქვს სათანადო გამოცდილება, მონდომება, ასაკიც, რომ ნანატრი ოქროს მედალი მოუტანოს ჩვენს გულშემატკივრებს“, განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ალექსანდრე დადუნაშვილმა.

 


საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ რევაზ რობაქიძემ განიხილა ევროპის ჩემპიონატების ორგზის პრიზიორის, იაკობ ქაჯაიას მეორე ევროპული თამაშების დროს მიღწეული შედეგები და აღნიშნა, რომ იაკობის მთავარი ამოცანა ამჟამად ტოკიოს ოლიმპიური თამაშებში ლიცენზიის მოპოვებაა, რისთვისაც მზადება უკვე დაწყებულია. მან სპორტსმენის მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს, გრიგოლ იოსელიანს და მოადგილეს ალექსანდრე დადუნაშვილს.

 


შეხვედრას ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების“ მმართველის მოვალეობის შემსრულებელი ჯემალ ყურაშვილი და იაკობ ქაჯაიას მწვრთნელი დემურ კირტავა ესწრებოდნენ.

 


ევროპის ჩემპიონატების ორგზის პრიზიორმა, რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილემ, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ, მძიმეწონოსანმა იაკობ ქაჯაიმ აღნიშნა, რომ უკვე დაიწყო მომზადება, არის მოტივირებული და შეეცდება საუკეთესო შედეგი აჩვენოს მომავალ შეჯიბრებებში.

 


ინფორმაციას წყალტუბოს მერია ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი