ნიკა გვარამია: მიზანდარი... წადი სახლში!
11-02-2014, 17:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იწონებს კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებას მარინე მიზანდარის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. კულტურის მინისტრის მოადგილის გადაყენებას გვარამია "ფეისბუქის" პირადი გვერდიდან ეხმიანება.

 

 

"გურამ ოდიშარია სწორად იქცევა. კარგად მუშაობს მინისტრი თუ ცუდად, ეფექტურად მართავს თუ არა, მოადგილის შესაფასებელი, მით უფრო საჯაროდ, არაა. არ მოგწონს გუნდი, ვერ ჯდები სუბორდინაციულ ვერტიკალში - წადი სახლში", - წერს ნიკა გვარამია.

 

 

საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ თხოვნით მიმართა პრემიერ ღარიბაშვილს, მარინე მიზანდარის გადაყენების დაკმაყოფილების თაობაზე.

 

 

აღნიშნული განცხადება მინისტრმა 5 თებერვალს გაუგზავნა ღარიბაშვილს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, მინისტრი მას დაუმორჩილებლობასა და ერთპიროვნული გადაწყვეტილებებების მიღებაში ადანაშაულებს.

 

 

როგორც დღეს გახდა ცნობილი, პრემიერმა მიზანდარის გათავისუფლებაზე ბრძანებას 10 თებერვალს მოაწერა ხელი.

 

 

 

 

 

 

http://news.ge/ge/news/story/79214-gvaramia-mizandari...-tsadi-sakhlshi 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი