გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი წყლის კვლევის ჩეხური კომპანიის „WATRAD“ გენერალურ დირექტორს შეხვდა
10-07-2019, 19:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქალაქ ჭიათურაში, ეკოლოგიური პრობლემების კომპლექსური შესწავლის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი წყლის კვლევის ჩეხური კომპანიის „WATRAD“-ის გენერალურ დირექტორს, მიხალ ვანიჩეკს შეხვდა.

 

 

„წყლის კვლევა ეკოლოგიური პრობლემების კომპლექსური შესწავლის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ახალი პროექტი, რომელსაც ჩეხურ მხარესთან და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან ერთად განვახორციელებთ, გულისხმობს ქალაქ ჭიათურაში სისტემური კვლევების ჩატარებას, რაც ჩვენი სამოქმედო გეგმის ნაწილია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

პროექტი დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ. პროექტის ფარგლებში, ეკოლოგიური პრობლემების კომპლექსური შესწავლის პარალელურად, გათვალისწინებულია ცოდნის და გამოცდილების გაზიარება და რეკომენდაციების გაცემა.

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი ესწრებოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი