ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტიის გენერალურ მდივანს შეხვდა
12-07-2019, 11:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტიის გენერალურ მდივანს ურბან რუსნაკს შეხვდა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10-წლის იუბილეს ფარგლებში მიძღვნილი პირველი საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში გაიმართა. 

 

 

შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები ენერგეტიკის სექტორში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ელექტროენერგეტიკის ბაზრის ლიბერალიზების, აგრეთვე განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საკანონმდებლო ბაზის განვითარების კუთხით. აღინიშნა, რომ რეფორმების განხორციელების შედეგად მოხდება ელექტროენერგიით ვაჭრობის განვითარება მეზობელ ქვეყნებთან და ევროკავშირთან და საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის როლის გაძლიერება, ასევე ენერგოეფექტური ღონისძიებების წახალისება, განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისება და სხვ.

 

 

შეხვედრაზე ენერგეტიკული ქარტიის გენერალურმა მდივანმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკულ რეფორმებს და იმ პროცესებს, რომლებიც აღნიშნულ სექტორში მიმდინარეობს. 

 

 

საქართველო ენერგეტიკული ქარტიის წევრია 1995 წლიდან. აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციის ძირითადი მიმართულებებია ენერგეტულ სექტორში ინვესტორთათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და უცხოური ინვესტიციების დაცვა; ენერგიის მიწოდების საიმედოობის უზრუნველყოფა და ენერგეტიკული რესურსების ვაჭრობისათვის საჭირო არადისკრიმინაციული პირობების შექმნა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი