არჩილ ჯაფარიძე რეგიონში პროექტების მიმდინარეობას ეცნობა - „ჩვენთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია მასშტაბური სამუშაოები ხარისხიანად და ეფექტურად, ვადების დაცვით შესრულდეს“
12-07-2019, 12:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში არჩილ ჯაფარიძე, რეგიონის მასშტაბით პროექტების მიმდინარეობას ადგილზე ეცნობა. მისი თმით, რეგიონში უპრეცენდენტოდ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

 

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია მიმდინარე სამუშაოები ხარისხიანად და ეფექტურად, ვადების დაცვით შესრულდეს. მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მასშტაბურია თავისი მნიშვნელობით და დიდ როლს შეასრულებს რეგიონის განვითარებისთვის, მათ შორისაა:

 


საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი 55კმ-იანი გზის მშენებლობა, რომელზეც 100 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება, სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და 2020 წელს დასრულდება.

 


ახალი, 2-ზოლიანი გზა რეგიონებს ერთმანეთთან უმოკლესი მარშრუტით დააკავშირებს და თბილისიდან რაჭის მიმართულებით მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

 


ქ. ონის ქუჩების და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობა - სამუშაოების პირველი ეტაპი, რომლის ღირებულებაც 1 440 000 ლარს შეადგენს ღობეებისა და საფეხმავლო ბილიკების სრულ რეაბილიტაციას, ხიდის მოაჯირების შეცვლას, დეკორატიული განათებისა და გამწვანების ზოლის მოწყობას ითვალისწინებს.

 


ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ჭრებალო-ნიკორწმინდის 26კმ.-იანი საავტომობილო გზის ასფალტირება, რომელზეც 18 მლნ. ლარზე მეტი იხარჯება-სამუშაოები ასევე აქტიურ ფაზაშია, პროექტის დასრულების შემდეგ, კეთილმოწყობილი საავტომობილო გზით მუნიციპალიტეტის 8 სოფელი ისარგებლებს. მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს აღნიშნული ზონის მეტად განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

 


ქ.ამბროლაურში მიმდინარეობს საკანალიზაციო ქსელის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები პროექტის ღირებულება 2 მილიონამდე ლარს შეადგენს და მისი დასრულება 2019 წლის ბოლოს იგეგმება.

 

 

აღსანიშნავია, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის 14.2კმ-იანი მონაკვეთის ასფალტირება. პროექტის სახელშეკრულებო თანხა - 19 671 177ლარს შეადგენს.

 


აღნიშნული გზა ათწლეულების მანძილზე პრობლემური იყო, აგრეთვე, მიმდინარეობს წესი-ურავის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის მე-5კმ.ზე დაზიანებული მეწყრული მონაკვეთის აღდგენის სამუშაოები.

 


სახელშეკრულებო თანხაა - 1 267 767ლარი. აღნიშნული გზა მდ.ლუხუნის ხეობის მაცხოვრებლებს საშუალებას მისცემს გადაადგილდნენ ახალი, უსაფრთხო და კეთილმოწყობილი გზით.

 


აგრეთვე მიმდინარეობს ჭელიაღელე-თლუღი-ხოტევის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, აღნიშნული გზა სამი სოფლის მოსახლეობას ერთმანეთთან და ცენტრალურ გზასთან დააახლოებს.

 


დასრულების ფაზაშია ამბროლაურში საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო ბაზის მშენებლობა, რომელიც მისცემს საშუალებას რეგიონს უმასპინძლოს საერთაშორისო ტურნირებს.

 


საზოგადოებრივი ცენტრის მოწყობის სამუშაობი მიმდინარეობს ქ.ამბროლაურში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ.ჭრებალოში და აგრეთვე, ქ.ცაგერში.

 


ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ხვამლის მთის ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან მისასვლელი 18 კმ-იანი გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები, აგრეთვე, კეჭნარის სკვერის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები - თანხით 754 920ლარი.

 


ლენტეხის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის ცალკეული მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოები - 33 587 570 ლარის ღირებულებით, აგრეთვე, უახლოეს დღეებში დაიწყება ლენტეხი-ბავარის შიდასახელმწიფოებრივი გზის კმ14-კმ19 ცალკეულ დაზიანებულ მონაკვეთებზე მიწის ვაკისის აღდგენის სამუშაოები(მოიცავს 2 ხიდის რეაბილიტაციას) თანხით-1 999 107ლარი.

 


ეს მხოლოდ ნაწილია იმ პროექტების, რომელიც რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში მიმდინარეობს, დარწმუნებული ვარ, ჩვენი რეგიონი ძალიან მალე ყველასთვის საინტერესო და მიმზიდველი მხარე გახდება“, აცხადებს არჩილ ჯაფარიძე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი