ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილე გიორგი გონაძესთან და შესაბამის სამსახურებთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შ.პ.ს "ექსპერტიზა - მშენებლობა - დიზაინი”, შ.პ.ს "მოედანი 2009“, შ.პ.ს "რაჭა - 2005", შპს „ დიოკნისე“, შ.პ.ს "ურიში" , კომპანიის წარმომადგენლობასთან, ასევე ი/მ თეიმურაზ სხიერელთან და ი/მ გიორგი გუგეშაშვილთან.
ონის მერიის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს სოფელ ნიგვზნარაში წყალსადენის სისტემის მოწყობის, სოფელ გადამში - ჭვებარის გზის , სოფლების - ქორთა, კომანდელი, ხირხონისი, ქრისტესი თავშეყრის ადგილის და ფარახეთი - შარდომეთის წყალსადენის მოწყობის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების საკითხები.
საუბარი შეეხო აღნიშნული სამუშაოების შესრულების ვადებისა და ხარისხის კონტროლს, ასევე სხვა საყურადღებო საკითხებს.
შ.პ.ს "ექსპერტიზა - მშენებლობა - დიზაინის” ზედამხედველებს, სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების წარმომადგენლებს და ინდ. მეწარმეებს შეხვედრაზე მიეცა გარკვეული მითითებები და შენიშვნები მონიტორინგის შედეგად სამუშაოებზე გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.