აშშ-ის რეგულატორებმა Facebook-ის რეკორდული, $5 მილიარდი დოლარით დაჯარიმებას დაუჭირეს მხარი
13-07-2019, 08:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების რეგულატორებმა Facebook-ის რეკორდული ოდენობის თანხით, 5 მილიარდი აშშ დოლარით დაჯარიმებას დაუჭირეს მხარი, იტყობინება აშშ-ის მედია. ფედერალური სავაჭრო კომისიის მიერ შეთანხმება 3 ხმით 2-ის წინააღმდეგ იქნა მხარდაჭერილი.

 


ფედერალური სავაჭრო კომისია ბრალდებებს იძიებს იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკურმა საკონსულტაციო ჯგუფმა, „კემბრიჯ ანალიტიკამ“ შეუსაბამოდ მოიპოვა Facebook-ის 87 მილიონამდე მომხმარებლის მონაცემები.

 

 

ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ Facebook-ის შესახებ გამოძიება 2018 წლის მარტში დაიწყო - მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „კემბრიჯ ანალიტიკამ“ უკანონოდ მოიპოვა Facebook-ის ათეულობით მილიონი მომხმარებლის მონაცემები.

 

 

გამოძიება ფოკუსირებული იყო იმაზე, დაარღვია თუ არა Facebook-მა 2011 წლის შეთანხმება, რომლის თანახმადაც კომპანიას მოეთხოვებოდა მკაფიოდ გაეფრთხილებინა მომხმარებლები და მიეღო მათგან თანხმობა მათი მონაცემების გაზიარების შესახებ.

 


ანონიმურმა წყაროებმა, რომლებიც საქმის შესახებ არიან ინფორმირებული, The Wall Street Journal-ს უთხრეს, რომ ფედერალური სავაჭრო კომისიის მიერ 5 მილიარდი აშშ დოლარით დაჯარიმების წინადადება 3 ხმით 2-ის წინააღმდეგ იქნა მხარდაჭერილი.

 


ჯარიმის საბოლოო დამტკიცებას ჯერ კიდევ სჭირდება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სამოქალაქო განყოფილების თანხმობა და უცნობია რა დრო შეიძლება დასჭირდეს ამ პროცესს, განაცხადეს წყაროებმა.

 


Facebook-მა და ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი