წყალტუბოში „იმერეთის აგრო-ტურისტული ფესტივალი“ გაიმართა
13-07-2019, 19:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში „იმერეთის აგრო-ტურისტული ფესტივალი“ გაიმართა, რომლის ფარგლებში მოეწყო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

 


აგროფესტივალს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად შალამბერიძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 


იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, სპეციალურად მომზადებულ საგამოფენო სივრცეში, იმერეთის რეგიონში მოქმედი საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და ფერმერული მეურნეობების პროდუქცია იქნა წარმოდგენილი. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დააგემოვნებინათ და შეეძინათ ადგილობრივი, ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო ნაწარმი: ღვინო, თაფლი, მოცვი, ჩირი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები და სხვა.

 


„იმერეთის აგრო-ტურისტული ფესტივალი“ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით მოეწყო.

 


აგრო-ტურისტული ფესტივალის მიზანია ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაცია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი